გრძელდება ვიკილიქსის ტელეგრამების გამოქვეყნება

Posted September 13th, 2011 at 7:16 am (UTC-5)
1 comment

რამდენად უწყობს ხელს მათი ხელმისაწვდომობა ქართული საზოგადოების ინფორმირებულობას და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე?

One Response to “გრძელდება ვიკილიქსის ტელეგრამების გამოქვეყნება”

  1. ვფიქრობ, ქართული საზოგადოების ხელმისაწვდომობა საჯარო სამასახურებიდან ”გაჟონილი” ინფორმაციისადმი უნდა გაიზარდოს. ეს გაზრდის მოქალაქეთა ინფორმირების წყაროთა ნაკადსა და გავრეცელებული ინფორმაციის მასშტაბს.
    მაგრამ, პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების გაზრდისათვის ეს სულაც არ არის საკმარისი. ”გაჟონილი” ინფორმაციის ფართოდ გავრცელებაზე, ბუნებრივად, უფრო სრაფად და მობილიზებულად რეაგირებენ საჯარო სამსახურები – ისინი ცდილობენ გაზარდონ ინფორმაციის დაცვის ხარისხი. თუ საზოგადოება არ ცდილობს, ”გაჟონილი” ინფორმაცია ოფიციალურად და კანონიერად მიიღოს, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ პოლიტიკოსებმა თუ მოხელეებმა ”გასაჟონი” ინფორმაციის მანიპულაციის ეფექტურ მეთოდებს მიაგნონ. ეს კი ხელს შეუწყობს ჭორზე დაფუძნებული, ფსევდოინფორმირებული საზოგადოების განვითარებას.
    ამდენად, ”გაჟონილი” ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, აუცილებელია მათივე პოლიტიკოსებზე ზეწოლის ზრდა. ანგარიშვალდებულების ზრდა მხოლოდ საზოგადოების მომთხოვნელობის ზრდით არის შესაძლებელი.

ამერიკის ხმის ფორუმი

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ წარმოდგენილი ფორუმი საშუალებას გაძლევთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ქართულენოვანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ დისკუსიაში, დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები. ბლოგის ავტორები თქვენთან ერთად შეეცდებიან ფაქტების გამოაშკარავებას და ალტერნატივების შეფასებას

RSS ახალი ამბები

  • An error has occurred, which probably means the feed is down. Try again later.

Categories