Showing Archived Posts

გოგრის ტკბილი ფლავის რეცეპტი

Posted November 30th, 2011 at 1:02 pm (UTC+0)
3 comments

ამერიკაში გასულ კვირას მადლიერების დღე აღინიშნა. ალბათ არანაირ დღესასწაულს არ აქვს აქ ასეთი სპეციფიური მენიუ და არცერთი დღისთვის არ ემზადებიან ისე მონდომებით, რამდენიმე დღით ადრე, როგორც მადლიერების დღისთვის. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან საახალწლო ციებ-ცხელების დროს. ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ამერიკაში ფედერალური დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. მადლიერების დღე საოჯახო ზეიმია, ამიტომ ამერიკის სასწავლებლებში და […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.

RSS ახალი ამბები

  • An error has occurred, which probably means the feed is down. Try again later.