Showing Archived Posts

ღობეები ჩვენს გონებაში და დაკავებები, როგორც პოლიტიკა

Posted April 28th, 2014 at 9:32 pm (UTC+0)
Leave a comment

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოტივით დაკავებები გახშირებულია. კვირაში სამჯერ მაინც ამგვარი ცნობები მედიის ახალ ამბებში ხვდება. რუსი მესაზღვრეები აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ბაღებში მუშაობენ, ჯონჯოლს კრეფენ ან შინაურ პირუტყვს მწყემსავენ. საზღვრის პირას  (ამ ტერმინსაც შევეხებით მოგვიანებით) დაკავებებით, რაც რუსი მესაზღვრეები მიერ ხორციელდება, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე ხაზგასმულ […]

ადამიანების ხმა და სახემლწიფოს სიჩუმე კონფლიქტის ზონაში

Posted September 11th, 2013 at 10:15 pm (UTC+0)
Leave a comment

შიდა ქართლში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფლებში, იქ, სადაც რუსი მესაზღვრეები ლითონის ღობეების მშენებლობას დღემდე აგრძელებენ, ომიდან ხუთი წლის შემდეგ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან. მოზარდებისთვის, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს ყოველწლიურად იმ ადგილას ატარებენ, სადაც ცხოვრობენ და რომელთა ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს წარმოებული საომარი წვრთები და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა, გაეროს ბავშვთა კონვენციით დაცული […]

დასავლეთი VS ჩრდილოეთი

Posted September 3rd, 2013 at 1:12 am (UTC+0)
Leave a comment

საქართველომ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების მიმართ დამოკიდებულება რეფერენდუმის მეშვეობით უკვე გამოხატა. ის, რომ რუსეთს მისი სამხრეთ მეზობლის დასავლური ორიენტაცია მნიშვნელოვნად აღელვებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „მშვიდობის იძულების“ „ოპერაციამ“ (რუსეთმა ასე უწოდა ომს) მორიგად დაადასტურა. სიტყვა „იძულება“ და ასოციაციები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (მახსოვს საბჭოთა ბავშვობიდან და ახლა გამოვიყენებ ამ გამოთქმას), ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა შეხვედრას, რომელიც პირველად […]

Author: ნინო დალაქიშვილი

ნინო დალაქიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან აქტიურად მუშაობს ჟურნალისტიკაში, 2006 წელს მიღებული აქვს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის რეგიონებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეგიონულ (ტელეკომპანია "თრიალეთი", საავტორო თოქ შოუს ავტორი და წამყვანი, "ხალხის გაზეთში" სარედაქციო წერილების ავტორი, შიდა ქართლი, გორი) და ცენტრალურ მედიაში (24 საათი, ჟურნალისტი). 2009 წლიდან მუშაობს ამერიკის ხმის კორესპონდენტად. მისი რეპორტაჟების თემატიკა, უმეტესწილად, უკავშირდება კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარების ასახვასა და ანალიზის. მიიჩნევს, რომ ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სინდისის საქმეა და რომ ჯანსაღი საზოგადოება პროფესიონალებისგან სწორედ ამგვარ ჟურნალისტიკას ითხოვს.

Categories

Calendar

March 2024
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031