Showing Archived Posts

ერთხელ ამერიკაში

Posted January 18th, 2012 at 3:44 am (UTC+4)
Leave a comment

მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების […]

ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით

Posted October 30th, 2011 at 6:55 am (UTC+4)
Leave a comment

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა  და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring”  („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ. უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, […]

„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს

Posted October 27th, 2011 at 6:10 am (UTC+4)
Leave a comment

არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ… ქართველკაცს რომ მიტინგებით  ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ […]

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.