მწვანე ბარათი

Posted September 23rd, 2011 at 10:17 pm (UTC+0)
53 comments

როგორც დაგპირდით, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა, ვისაც „მწვანე ბარათის“ გათამაშების ადმინისტრირება ევალება. თქვენს შეკითხვებს საკონსულო საქმეთა ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი -რებეკა დოდსი- პასუხობს. ინტერვიუს ტელე-ვერსია ამ პუბლიკაციის ბოლოს არის განთავსებული.

მოკლე განმარტება მათთვის, ვინც არ იცის, თუ რაზეა საუბარი: ამერიკის კონგრესის განჩინებით 50 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება ენიჭება. მათი შერჩევა სპეციალური ლატარიის გათამაშების შედეგად ხდება, რომელსაც ოფიციალურად Diversity Visa (DV) Lottery ჰქვია. ხალხში კი მას  Green Card,  ანუ „მწვანე ბარათს“ ეძახიან.

საქართველოს მოქალაქეებს ამ გათამაშებაში მოგებათა განსაზღვრული ლიმიტი აქვთ. ის ყოველწლიურად სხვადასხვაა, ვინაიდან კანონმდებლობა  მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტთა რაოდენობა დააბალანსოს და ამით მრავალფეროვნება და სამართლიანობა მაქსიმალურად დაიცვას.

ასე მაგალითად, მონაწილე ქვეყნების წლევანდელ სიას გამოაკლდა ბანგლადეში, რადგან ამ ქვეყნიდან იმიგრანტთა რაოდენობა ამერიკაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. სამაგიეროდ  დაემატა პოლონეთი, რომელიც იმავე მიზეზით დისკვალიფიცირებული იყო და კიდევ, სრულიად ახალი ქვეყანა -სამხრეთ სუდანი.

უკანასკნელი 5 წლის მონაცემებით წელიწადში საშუალოდ 628 ერთეული საქართველოს მოქალაქე იგებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. აქ არ იგულისხმება მათი ოჯახის ის წევრები, რომლთაც ასევე ენიჭებათ იმიგრაციის უფლება. მოგების ალბათობა პერიოდულად იცვლება.  ბოლო 5 წლის მონაცემებით გათამაშებაში წელიწადში საშუალოდ 17824 საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. 2009 წელს 16197 ადამიანიდან 516-მა მოიგო. 2012 წლის გათამაშებაში კი, ანუ უკანასკნელ ლატარიაში, 23024 ადამიანიდან 618-ს გაუმართლა.

გადავიდეთ უშუალოდ გათამაშების ვადებზე და წესებზე. დავიწყოთ ყველაზე მთავარი ინფორმაციით: ჭორები „მწვანე ბარათის“ ლატარიის გაუქმებაზე უსაფუძვლო აღმოჩნდა. მონაწილეობის მსურველებს 2011 წლის 4 ოქტომბრიდან ინტერნეტზე საკუთარი მონაცემების შეყვანა შეუძლიათ. ეცადეთ, არ დაიგვიანოთ. 2013 წლის „მწვანე ბარათის“ მოსაგებად საბუთების შევსება საკმაოდ მკაცრი ვადით არის განსაზღვრული: მხოლოდ 4 ოქტომბრის შუადღის 12 საათიდან – 5 ნოემბრის 12 საათამდე შეგიძლიათ საბუთების ინტერნეტზე შევსება (იგულისხმება ვაშინგტონის დრო).

ეს გახლავთ ოფიციალური ინტერნეტ-მისამართი, ყველაზე სანდო და უტყუარი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურომ მოგვაწოდა და მათი უშუალო ზედამხედველობით მუშაობს. აქ იხილავთ ოფიციალურ ინსტრუქციებს და იმ მთავარ გვერდს, რომელზეც საბუთების შევსება წარმოებს: http://travel.state.gov/visa/immigrants/types/types_1318.html

რებეკა დოდსმა გვთხოვა თქვენთვის აუცილებლად გადმოგვეცა, რომ ლატარიაში მონაწილეობა სრულებით უფასოა. სანამ არ მოიგებთ და საკონსულოში გასაუბრებაზე არ გამოგიძახებენ, საბუთების შევსების პროცესში არც ერთი თეთრი არ უნდა დაგეხარჯოთ. ქალბატონი დოდსი გირჩევთ დახმარებისთვის არავის მიმართოთ და თვითონ ეცადოთ შეიყვანოთ ინტერნეტზე საკუთარი მონაცემები. ამისთვის იმ ვებ-გვერდზე, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გაწვდით, არის ინსტრუქციების რუსული ვარიანტიც, იმათთვის, ვინც რუსული ინგლისურ ენაზე უკეთ იცის.

როგორც ჩვენი მსმენელები გვატყობინებენ, საქართველოში რამდენიმე კომპანია მოქმედებს, რომლებიც გარკვეული საზღაურის საფასურად „მწვანე ბარათის“ მოგების მსურველებს ლატარიაში მონაწილეობის მიღებაში ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი ერთჯერად ფიქსირებულ თანხას ითხოვს, ზოგიც-ყოველთვიურ გადასახადს. ისეთებიც არიან, ვინც 4-წლიანი ვადით პირდება გათამაშებაში მონაწილეობას. ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვა ასეთი იყო: არის თუ არა საქართველოში კომპანია, რომელიც უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობს და მათი აკრედიტაციით მოქმედებს. ქალბატონი დოდსის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო: არა!

„სახელმწიფო დეპარტამენტი არცერთ კომპანიას მსგავს უფლებებს არ ანიჭებს. ვცდილობთ პროცედურა რაც შეიძლება გავამარტივოთ. მსურველებს დაბეჯითებით ვურჩევთ თვითონ შეავსონ საბუთები და არ გამოიყენონ სხვისი დახმარება. ამით ისინი შეცდომებსაც თავიდან აიცილებენ. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება, რადგან საბუთების შევსებისას დაშვებული უზუსტობის გამო ძალიან ხშირია მოგებულთა დისკვალიფიკაციის შემთხვევები“.

საბუთების კერძო ფირმაში შევსების შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი  გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ თქვენი სახელი გათამაშების სიაშია მოხვედრილი. მაგრამ თუკი ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეავსებთ საბუთებს, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომ ლატარიაში მონაწილეობთ. ქალბატონი დოდსი ასევე გვაფრთხილებს ელექტრონული თუ ტრადიციული ფოსტით მიღებული ყალბი შეტყობინებების შესახებ.  ჩვენ წერილებს არ ვაგზავნით, თქვენ უნდა შემოხვიდეთ ინტერნეტში და ჩვენს გვერდზე შეამოწმოთ, მოიგო თუ არა თქვენმა ნომერმა, ამბობს ის.

„მოგებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად შეავსებთ საბუთებს, ამერიკაში, თუ საქართველოში. შეიძლება  მუშაობთ ან სწავლობთ საბერძნეთში, ან იტალიაში. მთავარია მხოლოდ ის, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ. ოღონდ მათ, ვინც ამერიკის სავიზო რეჟიმი დაარღვია და იქ კანონგარეშე ცხოვრობს, შესაძლოა მოგების შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლებაზე უარი განუცხადონ“.

ქალბატონი დოდსი გვირჩევს იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ინტერნეტ  ექსპლორერის ვერსია იყოს აუცილებლად 6.0 ან 7.0, რათა ელემენტარულად საბუთების შევსების საშუალება მოგვეცეს.  მისი თქმით წლევანდელი, ანუ 2013 წლისთვის „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მოგებულ ქართველთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. სავარაუდოდ ის დაახლოებით იმდენივე იქნება, რაც უკანასკნელი 5 წლის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ. ამის მიუხედავად მინდა ყველა მონაწილეს წარმატება და იღბალი გისურვოთ,  ამბობს ქალბატონი დოდსი ინტერვიუს დასასრულს, რადგან თქვენ იღბალი უსათუოდ გამოგადგებათ!

ყურადღება: ეს ბლოგი დახურულია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მთელი ინფორმაცია, რითაც 2014 წლის ოქტომბერში მიმდინარე 2016 წლის მოგებულთა გათამაშებაში მონაწილეობისთვის ინფორმაციით დახმარება შეგვიძლია:

გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ბმულზე შეიძლება უფასოდ შევსება: https://www.dvlottery.state.gov/application.aspx

ინსტრუქციები ინგლისურად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_English.pdf

ინსტრუქციები რუსულად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_Russian.pdf

ფოტოს შემოწმება: https://www.dvlottery.state.gov/photo.aspx

დამატებითი ზოგადი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს  „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ: http://www.radiotavisupleba.ge/content/green-card-2015/26617852.html

 

53 responses to “მწვანე ბარათი”

  1. შოთა says:

    თქვენ ამბობთ, რომ რუსული ვერსიაც არსებობს გვერდის, ვერაფრით ვერ მივაგენი და იქნებ ლინკი მომცეთ

  2. mkay says:

    შოთა, სამწუხაროდ გვერდის რუსული ვერსია არ არსებობს. საუბარია ინსტრუქციებზე რუსულად, რაც სწორად შევსებისას დაგეხმარებათ. გვერდის დაახლოებით შუა ნაწილში პატარა ფანჯრებია ჰორიზონტალურად განლაგებული და მათში წერია ენები. იწყება ალბანურით, შემდეგ მოდის პოლონური, რუმინული და მე-4 არის რუსული. ახლახან გამოჩნდა იქ უზბეკურიც. უნდა დააჭიროთ Russian (ანუ – რუსული).
    ეს ლინკიც დაგეხმარებათ:
    http://travel.state.gov/pdf/DV_2013_instructions_RU.pdf
    მაია ქვარცხავა

  3. mkay says:

    აქვე გაწვდით ლინკს, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ “მწვანე ბარათის” გათამაშების მსურველებისთვის გამოაქვეყნა:
    http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html
    ეს კი ინსტრუქციაა ქართულად (იგივე ვებ-გვერდიდან):
    http://georgia.usembassy.gov/uploads/br/LH/brLH3Mbc-H3SvYAgUT319Q/DV-2013-Instructions-Georgian-.pdf
    მაია ქვარცხავა

  4. davit says:

    მაია, მადლობა ამ ინფორმაციისთვის. მე, 12-13 წელია ვმონაწილეობ გათამაშებაში და მგონია, რომ არარეალურია. ამით აგროვებენ იმ ადამიანების სიას, რომლებსაც სურთ ამერიკაში ცხოვრება და საკონსულოში თუ რომელიმე მოითხოვს ჩვეულებრივ ვიზას, უარი გარანტირებულია. ვინაიდან დიდი ალბათობაა,რომ დარჩეს შტატებში. არც გაემტყუნებათ, ასიდან ოთხმოცდაათი კაცი იქ რჩება და რა ქნას ამერიკამ. ისე, ჩვეულევრივი ვიზა ძალიან ძვირი აქვთ(25 000$ ღიირსო)

    • mkay says:

      დავით, მე თვითონ მოვიგე (მეორე ცდაზე) და ბევრი ვიცი, ვინც ჩემსავით შემთხვევით მოიგო და ჩამოვიდა. ასე რომ გირჩევთ, ბედი მაინც ცადოთ. წარმატებას გისურვებთ!

      • nana says:

        gamarjobat
        icit ra mainteresebs ramdenad realuria mand casvla da samsaxuris povna .daaxloebit ra jdeba casvla?? dzalian gtxovt gamarkviet raa 🙁

        • mkay says:

          ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. სამწუხაროდ ამგვარ კითხვაზე პასუხის გაცემის კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს. იქნებ ინტერნეტზე მოიძიოთ, ან ამერიკის საელჩოში იკითხოთ.

    • aldona says:

      ara chemo kargo, es aris gamartleba da igbali. sharshan chemi qmris dajinebit shevavse bolo dges bolo saati iyo darchenili, da wels pirvel maiss movige. mxolod pirvelad gavatamashe.. shokshi viyavi rom movige…

      • nana says:

        chemma dzmamac moigo cels da ver gadacyvita ra qnas cavides tu ara xom ar icit daaxloebit ra dajdeba csvla da mand cxovreba

        • mkay says:

          ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. სამწუხაროდ ამგვარ კითხვაზე პასუხის გაცემის კომპეტენცია ჩვენ არ გვაქვს. იქნებ ინტერნეტზე მოიძიოთ, ან ამერიკის საელჩოში იკითხოთ.

  5. davit says:

    მაია, ალბათ გაწუხებ მაგრამ თუ შეგიძლია მომწერო იმ ადგილის მისამართი სადაც სურათი გადაიღე ,,მწვანე ბარათისთვის,,. სად მდებარეობს? იმიტომ მაინტერესებს, რომ თურმე ფოტოსალონებში სპეციალურად არღვევენ მოთხოვნილ ფოტოზომებს და პირობებს, რათა მუდმივი კლიენტი ჰყავდეთ ან ,,კონკურენტები,, ჩამოიცილონ. არასწორად გადაღებული სურათის გამო გამოითიშება მონაწილე და მეტი შანსი ეძლევათ მათ ფასიან კლიენტებს..

    • mkay says:

      დავით, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. მე 10 წლის წინ მოვიგე და არ მახსოვს სად გადავიღე. იქნებ თბილისში ამერიკის საელჩოში დარეკოთ? ან იქნებ მათ ვებ-გვერდზე იპოვოთ რაიმე ინფორმაცია? http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html

  6. leoleo1993329 says:

    kargit ra nu targmnit tu targmnit kholme titrebit targmnet

    • mkay says:

      დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მაქვს.

  7. nona says:

    anu 2013 wlistvis ukve iyo 2011 wlis 4oqtombridan noembramde registracia? tu 2012 -is oqtomberi igulisxmet , gtxovt mipasuxot

    • mkay says:

      დიახ, ნონა. 2013 წლისთვის გათამაშება უკვე დასრულდა. 2012 წლის ოქტომბერში შედგება გათამაშება უკვე 2014 წლისთვის. როცა ამბობენ 2014 წელს, იგულისხმება პირველი შემოსვლა შეერთებულ შტატებში.

  8. nona says:

    didi madloba pasuxistvis 🙂

  9. ნინო says:

    გამარჯობათ.

    პირველი ეტაპი გავიარე დადებითად. მაინტერესებდა შემდეი ეტაპისთვის რა უნდა გავაკეთო. ფორმებია ალბატ შესავსები ეს მივხვდი მაგრამ აი გასაუბრებას ვინ მინისნავს? ან შემდეგი ნაბიჯები როგორი იქნება ეს სად შეიძლება წავიკითხო ქართულად ან რუსულად? ინგლისურად კი ვკითხულობ, მაგრამ შისი მაქვს, რომ სწორედ არ მესმის. ამიოტმ მირჩევნია ვინმეს დავეკითხო ან სადმე წავიკითხო, როგორ უნდა მოვიქცე შემდგომ ეტაპებზე. რა საბუთები გვჭირდება ოჯახს შესაგროვებლად და სად უნდა მივიდეთ ამ საბუთებისთვის, რომელი ორგანიზაციები რას აკეთებენ სამწუხაროდ დღეს ცოტა არეულია და არ ვიცი

    წინასწარ გიხდით მადლობას.
    პ.ს. მე პირველად ვითამაშე და პირვეადვე მივირე დადებითი პასუხი.
    დიდი მადლობა

    • mkay says:

      ნინო, ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ვივარაუდებდი, რომ ოჯახის შემადგენლობის და ასაკის მიხედვით საბუთების მოთხოვნა სხვადასხვაგვარი იქნება. გირჩევთ, დაელოდოთ სრულ ნუსხას. არ ინერვიულოთ, დროს ყოველთვის იმაზე მეტს გაძლევენ ხოლმე, ვიდრე საჭიროა. 🙂 რაც შეეხება გასაუბრებას, მე გასაუბრება ამერიკის საელჩოში მქონდა. მაშინ თბილისში საელჩო ჯერ არ იყო გახსნილი და მთელ ოჯახს მოსკოვში მოგვიწია გადაფრენა. ეს კიდევ რუსული ინსტრუქციაა, რომელიც ვებ-გვერდზე უდევთ. იქნებ ეს უფრო დაგეხმაროთ: http://travel.state.gov/pdf/DV_2013_instructions_RU_cor.pdf

      • ნინო says:

        უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, სიმართლე მინდა ვთქვა, არც კი ველოდი თქვენს პასუხს, სტატია ძველია და ვიფიქრე კომენტარებს უკვე ვინ გამოეხმაურებათქო. :). შევავსე ყველა საბუთი გადასაგზავნად და სურათებიც დავურთე. საელჩო კიდევ აქვ გვაქვს. 🙂 ბედნიერად

  10. paata says:

    ukacravad, ikneb gamarkviot, latariis gatamashebisas kompiuterma rom auria da shedegebi gaauqmes, im gatamashebis pasuxebi rogor gadavamowmo, an ra xdeba magastan dakavshirebit?

    • mkay says:

      პაატა, თუ არ ვცდები, შარშანდელ გათამაშებას გულისხმობთ. მე რამდენადაც ვიცი, პირველად მოსული პასუხები გაუქმდა და მოგების ახალი სია გამოქვეყნდა. ვებ-გვერდზე უნდა გენახათ შარშან ამ დროს და შემდეგ ოქტომბერში.

      • ირმა says:

        ვარ გრინ კარტის გამარჯვებული, მყავს 16 წლის შვილი. არ მაქვს ქმართან ხელი მოწერილი, პირველ ანკეტაში შვილი არ მყავს მითითებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სააგენტოში სადაც ანკეტა შემივსეს დისკით მიტანილი ბავშვის სურათი დამიწუნეს და ბავშვი ფიზიკურად არ იყო იქ,რომ სურათი გადაეღოთ. ასევე მეუღლეც არ არის შეყვანილი ხელი რომ არ მქონდა მოწერილი. მაინტერესებს ეხლა მეორე ეტაპზე, რომ მივუთითო ყველა ეს მონაცემები კენკუტში გასაგზავნ ანკეტაში, მეც დისკვალიფიკაცია ხომ არ მომეცემა? ბავშს და ქმარს არც წამოსვლა უნდათ და არც ვიზები.ანუ მარტო მე მინდა წასვლა, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ როგორ მოვიქცე.

        • mkay says:

          ირმა გამარჯობა. თუ ქმარს და შვილს წასვლა არ უნდათ, მაშინ მე გირჩევდით, რომ არ გაირთულოთ მდგომარეობა. ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ შვილი მაინც ჩაწეროს და თუ ამის საშუალება არის, მიუთითოს მიზეზი, თუ რატომ ვერ ჩაწერა წინა ანკეტაშიო. თუმცა, ჩვენ არცერთი არ ვართ იმიგრაციის ადვოკატები და შეიძლება ვცდებოდეთ. ალბათ ისევ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა სჯობს.

  11. ირმა says:

    უღრმესი მადლობა გამოხმაურებისათვის.

    • tata says:

      ორი კითხვა მაქვს და თუ შეგიძიათ რომ მიპასუხოთ.
      .grean card-ის პასუხები როდის იქნება მიახოებით??
      და მეორე ამერიკის მოქალაქე როცა მიწვევას გიკეთებს რა პროცედურები უნდა გაიარო აქ საქართველოში..წინასწარ დიდი მადლობა…:))

      • mkay says:

        პირველადი პასუხები უკვე უნდა მიეღოთ. თქვენს წინა მკითხველს უწერია, რომ უკვე მიიღო. იქნებ იმას დაეკითხოთ? რაც შეეხება მიწვევებს, ამის შესახებ საელჩოში ზუსტ პასუხს გაგცემენ, ვალდებულები არიან. ბოდიში, რომ უფრო ზუსტ პასუხს ვერ გცემთ.

  12. davido says:

    gamarjobat makvs aseti shekitxva da ikneb vinmem icodet pirveladi pasuxi momivida dadebit am cels da shesabamisad gadavedi meore etpze makvs nacxovrebi saberdznetshi 4 celi da makvs deporti saberdznetis mekneba tu ara problema saboloo gamarjvebistvis?

    • mkay says:

      სამწუხაროდ არ ვიცი. ვივარაუდებდი, რომ ხელს არ შეუშლის.

      • alex says:

        gamarjobat gtxovt gamarkviot ganacxadis shevsebis dros maqvs mititebuli daqorcinebuli magram meuglestan xeli maqvs gacerili mogebis shemdeg rom movacerot xeli diskvalifikacias xomar mogvcemen.

      • იღბლიანი says:

        gamarjoba, mainteresebs sad unda gadavixado green card-is tanxa, anu movige da ert tveshi vapireb amerikashi casvlas da mitxres rom grinkartis tanxac unda gadavixado saitze vixdi tu adgilze rom chaval amerikashi iqve, tu shegizliat mipasuxet tu icit am sakitxttan dakavshirebit zusti informacia.

  13. zaza says:

    2012 cels oqtombershi shevavse ganacxadi grin kartaze, shedegi rodis gamoqveyndeba?

  14. მოგების შემთხვევაში, ესეიგი თუ ამოაგდო ტექსტი You have been randomly selected for further processing in the Diversity Immigrant Visa Program for the fiscal year 2014, მერე როგორ მოვიქცე, რით დავიწყო და რა თანმიმდევრობით იქნებ მირჩიოთ.

    ინეტში ზუსტი ინსტრუქცია ქართულ ან რუსულ ენებზე ვერ მოვიძიე.

    ანკეტის შევსებაზე უამრავი ინფორმაციაა, მოგების შემთხვევაში ვერ გავერკვიე.

    წინასწარ გიხდით მადლობას

  15. alex says:

    gamarjobat gtxovt gamarkviot ganacxadis shevsebis dros maqvs mititebuli daqorcinebuli magram meuglestan xeli maqvs gacerili mogebis shemdeg rom movacerot xeli diskvalifikacias xomar mogvcemen.

  16. xatia says:

    ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, 2014 წლის გათამაშებაში ჩემს მეუღლეს დადებითი პასუხი მოუვიდა, ხელი არ გვაქვს მოწერილი რადგან მას შემდეგ დავქორწინდით რაც ანკეტა შეავსო და ქორწილს შემოდგომაზე ვგეგმავდით ანუ 2013 წლის. რა უნდა ვქნათ და ვის მივმართოთ?

    • nana says:

      tu manamde xeli ar gqondat mocerili uketesia ar moacerot radganac rogorc me vici mere sheidzleba tviton mogebulsac sheeqmnas problema casvlaze

  17. aldona says:

    gamarobat, me movige green card wels. tu ar shewuxdebit mitxarit sad sheidzleba vakontrolo rodis momiva gasaubrebis dro daaxloebit.. vici ragac saiti arsebobs yoveltviurad ramdeni atasi gadis gasaubrebaze. oqtombridan dekembris chatvlit 12 arasi gadiso. linki momecit tu ar shewuxdebit saitis? ise dzalian minda chemi rigi movides erti sul maqvs

  18. tata says:

    გამარჯობათ,მაინტერესებს ვინმემ იცით ამერიკაში როდის ტარდება,თვითონ ამ ლატარიის გათამაშება?ამბობენ ახალ წელს თამაშდებაო და მე ზუსტი დრო და საათი მაინტერესებს,თუ კი ვნმე ფლობთ ამ ინფორმაციას მომწერეთ.წინსაწარ დიდი მადლობა

    • mkay says:

      ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის.

      გათამაშება დაიწყება 2014 წლის ოქტომბერში და ერთი თვე გაგრძელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. მონაწილეობა უფასოა. აქ არის ინსტრუქციები რამდენიმე ენაზე, ოღონდ გასული წლის. გათამაშების დაწყების წინ ახალი ინსტრუქციები დაიდება http://travel.state.gov/content/visas/english/immigrate/diversity-visa/instructions.html

  19. tea says:

    გამარჯობა!!!2014 წლის გათამაშებაში მივიგე მონაწილეობა და მოვიგე.შესაბამისად გავაგზავნე შევსილი ანკეტა აგვისტოში მაგრამ პასუხი დღემდე არ მოდის,გასაუბრების თარიღი და დრო.იქნებ მითხრათ როდისთვის ველოდო პასუხს ან სად შევამოწმო გასაუბრების თარიღი.

    • mkay says:

      მაპატიეთ დაგვიანებისთვის. ტექნიკური გაუმართაობის გამო კითხვები გვიან მოვიდა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მე თქვენს ადგილას თბილისში ამერიკის საელჩოს მივმართავდი.

  20. maia says:

    tu moige mwvane baraTi, gadalaxe pirveli etapi, rodis modis pasuxi rom dabarebuli xar gasaubrebaze saelCoshi?

    2014 wlis gamarjvebuli aris chemi axlobeli, dges 29 martia 2014 weli da pasuxi jerac ar miugia. ganacxadshi miTiTebul meils vamotmebT kovel dge :).

    anu ver gaiara meore etapi?

    madloba

    • mkay says:

      ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. გათამაშება იწყება შემოდგომაზე, სავარაუდოდ ოქტომბერში. შემდეგ გამარჯვებულები ცხადდება გაზაფხულზე, მაისისთვის. რაც შეეხება თქვენს მეგობარს, იქნებ ამერიკის საელჩოს მიმართოს? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

  21. george says:

    გამარჯობა ქალბატონო მაია,

    2014 წლის გათამაშებაში მონაწილეობა ეხლა არ შეიძლება? და თუ შეიძლება როდის უნდა შევავსოთ ანკეტა.

    მადლობა გიხდით წინასწარ დახმარებისათვის.

    • mkay says:

      ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. 2014 და 2015 წლის ლატარია უკვე გათამაშდა. 2016 წლის გათამაშება სავარაუდოდ დაიწყება 2014 წლის ოქტომბერში და მხოლოდ ერთი თვის ვადა გექნებათ ანკეტის შესავსებად.

  22. tamta says:

    iqneb vinme mogebuli gamomexmaurot sad shevavso sando rom ikos

  23. tamta says:

    qalbatono maia iqneb momterot pasuxi shems kitxvebze

  24. lasha says:

    aq aris vinme …….an rame blogi dapostet tu vinmem sadac ganixileba temebi.saqartvelodan gamarjvebulebi an rame ra mkvdari xalxi vart ))

Leave a Reply to გოგიტა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.