Showing Archived Posts

გრიპის საწინააღმდეგო აცრა

Posted October 14th, 2011 at 3:37 pm (UTC+0)
4 comments

ავიცრათ თუ არა გრიპზე? არის თუ არა ქართულ მოსახლეობაში არსებული ვაქცინაციის შიში საფუძვლიანი და რამდენად შეესაბამება ის რეალური რისკ-ფაქტორების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს? როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები და შესაძლო გართულებები? წლის რომელ დროს ჯობია აცრა და რა პირობებში? რა ასაკიდან ავცრათ ბავშვები? ამ თემებზე სასაუბროდ ბლოგის შემდეგ სტუმარს CDC-დან, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის […]

არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ეძებეთ, ეძებეთ! – სტივ ჯობსი

Posted October 6th, 2011 at 8:38 pm (UTC+0)
1 comment

ვერც მე და ვერც თქვენ, ვინც ამ წუთას ჩემს ბლოგს კითხულობთ, ვერ ვიტყვით, რომ სტივ ჯობსმა ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა არ მოახდინა. ადამიანი, რომელმაც ბაზარზე პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოიტანა და როგორც ამერიკის პრეზიდენტმა წუხელ თქვა, „ინტერნეტი ჯიბეში ჩაგვიდო“. – ვინ იყო სტივ ჯობსი? სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დახვეწილი გემოვნება,  მიკრომენეჯმენტში დეტალებისადმი გამძაფრებული ყურადღება და მაკრომენეჯმენტში  […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.