Showing Archived Posts

რატომ აღარაფერი გვიკვირს?

Posted August 26th, 2012 at 7:51 pm (UTC+0)
Leave a comment

„ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტური  ნახტომია“ – უთქვამს ნეილ არმსტრონგს მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. გუშინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც მთვარეს პირველი შესწვდა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ ამერიკაში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც. განსაკუთრებით კი – სამეცნიერო წრეებში. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა იდეოლოგიით სრულად გაჟღენთილ რეალობაში ეს ამბავი ნაკლებად გაშუქდებოდა. ის კი მახსოვს, 90-იანების რუსულ პრესაში […]

Posted in Uncategorized

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.

კატეგორიები

  • No categories