Showing Archived Posts

ველით თქვენს შეკითხვებს!

Posted September 12th, 2012 at 5:10 pm (UTC+0)
11 comments

“ამერიკის ხმის” რედაქცია გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინტერვიუების ციკლში, რომელიც საგანგებოდ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადდება. თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს ჩვენ იმ ამერიკელ სპეციალისტებს დავუსვამთ, რომლებიც საქართველოს, რუსეთის და ევრაზიის რეგიონალურ საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან. რა კითხვებს დაუსვამდით  ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? აუცილებლად შემეხმიანეთ. იჩქარეთ, ვისაც შეკითხვის დასმა არჩევნების ჩატარებამდე გაინტერესებთ. თუმცა, ინტერვიუები არჩევნების […]

“თეატრიც არის იქ და სიყვარულიც”!

Posted September 7th, 2012 at 5:31 pm (UTC+0)
Leave a comment

„ბედნიერებაა, როცა ჩვენს ემიგრაციას ისეთი შვილები ყავს, რომლებიც სრულიად უანგაროდ ქართული საქმის კეთებას აგრძელებენ“, თქვა  მსახიობმა კახი კავსაძემ ამერიკაში ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის პირადი ინიციატივით მოწყობილი ქართული ფილმის ჩვენების შემდეგ. ნანა ჯანელიძის რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ბიოგრაფიული ოდისეა „ნეტავი იქ თეატრი არის“ ნიუ იორკის და ფილადელფიის შემდეგ ამერიკის დედაქალაქს ეწვია. ის ავალონის თეატრში პირადად კახი კავსაძემ წარადგინა. […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.