Showing Archived Posts

“არ უნდა გვეცოდებოდნენ, უნდა ვამაყობდეთ ამ ბიჭებით”

Posted June 18th, 2013 at 12:19 pm (UTC+0)
3 comments

„ქართული ხმების“ კვარტეტის მანქანა ვაშინგტონში საღამოს 6 საათისთვის შემოვიდა. შეერთებული შტატების დედაქალაქში დათო არჩვაძე, დათო კიკაბიძე, ზურა და გივი ბაკურაძეები იმ დღეს ექსკურსიაზე არ ჩამოსულან.  ნიუ იორკიდან მომავალი მანქანის ნავიგატორში დანიშნულების ადგილად ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისამართი იყო შეყვანილი. ამერიკაში სულ რამდენიმე დღით გასტროლებზე მყოფმა მომღერლებმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვეტერანების მოსანახულებლად მანქანით თითქმის 5 საათი იმგზავრეს. […]

ვირჯინიის ქართველი ჩემპიონი

Posted June 16th, 2013 at 5:51 pm (UTC+0)
1 comment

14 წლის მარიამ სალაყაიამ ჩოგბურთში ვირჯინიის შტატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიით შევიტყვეთ, რომელიც ასევე იყო დასათაურებული: „ჩოგბურთი: მარიამ სალაყაია ჯორჯ მეისონის სკოლიდან ერთეულებში ვირჯინიის ა-კლასის  ჩემპიონი გახდა“. სასიხარულო ცნობა ქართული ემიგრაციის სოციალურ ქსელებში მაშინათვე გავრცელდა. ცნობისთვის: ვირჯინიის მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება. ფინალში მარიამმა დამაჯერებლად მოუგო როზა სმიტს: 6-3, 6:2. „ის ორივე […]

ანიტა

Posted June 3rd, 2013 at 5:41 pm (UTC+0)
Leave a comment

ერთი თვეც არ იყო გასული, რაც გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში გასტროლები დაასრულა, რომ შეერთებულ შტატებში ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა. საერთოდ, მაისის თვეში ამერიკის ქართულ იმიგრაციაში იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ აქვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ყველაფერის შესახებ თხრობას ვერ ვახერხებ. თუმცა, ანიტას გასტროლები ისეთი რანგის მოვლენაა, რომ უთუოდ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. ქალაქ დეტროიტში, მიჩიგანის ოპერის […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.