Showing Archived Posts

ამერიკის შესაძლებლობების მაქსიმუმით დასმული დიაგნოზი თბილისში

Posted October 19th, 2013 at 7:17 pm (UTC+0)
11 comments

თბილისში გახსნილი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი ქართველ პაციენტებს ამერიკელ ექიმებთან კონსულტაციებს სთავაზობს. მომსახურება შეერთებულ შტატებში მომუშავე სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით უფასოა და მხოლოდ თბილისში, ადგილობრივი კონსულტაციის საფასურს უტოლდება. ტელემედიცინა არამარტო ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის, არამედ ზოგადად, შედარებით ახალი დარგია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის და უპრეცედენტო ხარჯეფექტურობითაც გამოირჩევა. დღეს ჩვენი სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი […]

Posted in Uncategorized

ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?

Posted October 3rd, 2013 at 4:53 pm (UTC+0)
8 comments

პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ იორკის რესტორნის შეფ-მზარეულობამდე გავლილი გზა – დღეს მე გაგაცნობთ მაია დვალაძეს, ქირურგს, რომელმაც „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმის არ იყოს, „დანის ხმარებას მიმართულება შეუცვალა და მანჰეტენს აჩუქა ნამდვილი ქართული სული, ტოლერანტული, მაგრამ ხანდახან აურზაურით სავსე“. კვირის ბოლოს „ოდა-ჰაუსში“ თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია და დაურეკავად თუ მიხვალთ, შეიძლება ბართანაც ვერ მოხვდეთ. მანჰეტენის ერთ-ერთი პირველი […]

Posted in Uncategorized

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.

კატეგორიები

  • No categories