– ხომ ვერ დაასახელებდით ფილმს, რომლის გამოტოვებაც არაფრით შეიძლება? ჰკითხეს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე 2013 წლის ფესტივალის მთავარ დამპროგრამებელს, კაროლინ ლიბრესკოს. – „უპატიებელი შეცდომა იქნებოდა არ მერჩია წარმოშობით ქართველი დამწყები რეჟისორის მეტად პოეტური, ვიზუალურად დახვეწილი და სრულიად ხალასი დოკუმენტური ფილმის ნახვა, რომელსაც ჰქვია „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – განაცხადა მან. თინათინ გურჩიანის ფილმით მხოლოდ კაროლინ ლიბრესკო […]
“ზამთარი იყო, მაგრამ სიცივე არ გვიგრძვნია” – ქართველი კინორეჟისორის გამარჯვება სანდენსზე
უჩვეულო გასტროლები ვაშინგტონში
– Your ID Please / საბუთი, გეთაყვა – Visiting Patient’s Name / პაციენტის სახელი – Colonel Tugushi / პოლკოვნიკი ტუღუში ნატო გელაშვილის და ლაშა ღლონტისთვის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა ტრადიციულად არა ნიუ იორკული რესტორნების და საკონცერტო დარბაზების ოვაციებით, არამედ სამხედრო ჰოსპიტლის შესასვლელში საბუთების შემოწმებით დაიწყო. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ტაში, სიცილი, სითბო და დიდი […]
მადლიერების დღეს გილოცავთ
მადლობელი ვარ და რაც არ უნდა გაცვეთილი მოგეჩვენოთ ჩემი სათქმელი, მაინც უნდა ვთქვა: მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, პედაგოგებს, უბრალო ნაცნობებს და უცნობებს, ყველა იმ კეთილ და ლამაზ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაზე დიდი, ან მცირე გავლენა იქონია. პირველ რიგში დედას და მამას, მერე ყველა სხვა დანარჩენს. არ მინდა რეიტინგივით გამომივიდეს, ამიტომ კონკრეტულად მეტს […]
ამერიკაში ჩატარებული არჩევნები და საქართველო
განახლებული კონგრესი და სენატი მუშაობას 2013 წლის იანვარში შეუდგება. რით გამოირჩეოდა წლევანდელი არჩევნები ამერიკაში? ვის მისცეს ხმა ქართველმა იმიგრანტებმა და როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ? თუკი პირველ არჩევნებზე შავკანიანი პრეზიდენტის გამარჯვება ვინმემ ამერიკულ ნარცისიზმად და უმცირესობების მიმართ ხარკის მოხდად ჩათვალა, პრეზიდენტ ობამას ხელახალი წარმატება უკვე არა იმდენად ემოციური და ექსტრავაგანტული მუხტით, არამედ უფრო გონივრული […]
ქვიშაში დამარხული კვარტალი და მაინც, რატომ გაუმართლა კეიპ მეის?
ფრანკენშტორმი… ტროპიკული გრიგალი სენდი… სუპერშტორმი… რა არ დაარქვეს ციკლონს, რომელსაც ბოლოს ტროპიკული კლასიფიკაციაც კი მოუხსნეს და მეტეოროლოგებმა უბრალოდ გიგანტური შტორმი უწოდეს. ამერიკელებს სტიქიურ, თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე სახელების შერქმევა უყვართ. ეს მათ კლასიფიკაციას აადვილებს. და რაც არ უნდა უწოდონ სენდის, ფაქტია, რომ მას შეერთებული შტატების სულ ცოტა 200 წლის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე […]
მწვანე ბარათის გათამაშება
გაცნობებთ, რომ დაიწყო წლევანდელი მწვანე ბარათის გათამაშება DV-2014. დაპირებისამებრ, გატყობინებთ ვადების შესახებ: ლატარიაში მონაწილეობის მსურველთათვის ინტერნეტ-საიტი გაიხსნა 2 ოქტომბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით – საღამოს 8 საათი) და დაიხურება 3 ნოემბერს ასევე 12:00 საათზე (თბილისში საღამოს 8 საათი). ბილეთის შევსება შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგიწოდებთ თავად […]
ველით თქვენს შეკითხვებს!
“ამერიკის ხმის” რედაქცია გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინტერვიუების ციკლში, რომელიც საგანგებოდ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადდება. თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს ჩვენ იმ ამერიკელ სპეციალისტებს დავუსვამთ, რომლებიც საქართველოს, რუსეთის და ევრაზიის რეგიონალურ საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან. რა კითხვებს დაუსვამდით ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? აუცილებლად შემეხმიანეთ. იჩქარეთ, ვისაც შეკითხვის დასმა არჩევნების ჩატარებამდე გაინტერესებთ. თუმცა, ინტერვიუები არჩევნების […]
რატომ აღარაფერი გვიკვირს?
„ადამიანისთვის ეს ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის გიგანტური ნახტომია“ – უთქვამს ნეილ არმსტრონგს მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. გუშინ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც მთვარეს პირველი შესწვდა. წარმომიდგენია, რა ხდებოდა მაშინ ამერიკაში და ალბათ მთელ მსოფლიოშიც. განსაკუთრებით კი – სამეცნიერო წრეებში. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა იდეოლოგიით სრულად გაჟღენთილ რეალობაში ეს ამბავი ნაკლებად გაშუქდებოდა. ის კი მახსოვს, 90-იანების რუსულ პრესაში […]
„ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ქართულ ენაზე გამოდის
მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა. “ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ […]
ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში
აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ […]