“Busboys & Poets”… სახელი არაფერს მაძლევს. ვაშინგტონში სულ რამდენიმე თვის გადმოსული ვარ. მითხრეს, რომ საინტერესო ბოჰემური რესტორანია დედაქალაქის ცენტრში. მანქანით ვუახლოვდები. მობილური ჯიპიესი ბრიტანული აქცენტით მეუბნება, რომ უკვე მოვედი. შესასვლელთან უცნაური ავანგარდული ყვითელი ფერის მეტალის ქანდაკება დგას. შორიდან ვერც ვარკვევ, რა არის. ვერც – ახლოდან. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ქუჩაში ყველანაირი ჯურის და ტიპის ადამიანი […]
ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი – დიალოგი ხელოვნებას და მეცნიერებას შორის
გრიპის საწინააღმდეგო აცრა
ავიცრათ თუ არა გრიპზე? არის თუ არა ქართულ მოსახლეობაში არსებული ვაქცინაციის შიში საფუძვლიანი და რამდენად შეესაბამება ის რეალური რისკ-ფაქტორების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს? როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები და შესაძლო გართულებები? წლის რომელ დროს ჯობია აცრა და რა პირობებში? რა ასაკიდან ავცრათ ბავშვები? ამ თემებზე სასაუბროდ ბლოგის შემდეგ სტუმარს CDC-დან, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის […]
არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ეძებეთ, ეძებეთ! – სტივ ჯობსი
ვერც მე და ვერც თქვენ, ვინც ამ წუთას ჩემს ბლოგს კითხულობთ, ვერ ვიტყვით, რომ სტივ ჯობსმა ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა არ მოახდინა. ადამიანი, რომელმაც ბაზარზე პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოიტანა და როგორც ამერიკის პრეზიდენტმა წუხელ თქვა, „ინტერნეტი ჯიბეში ჩაგვიდო“. – ვინ იყო სტივ ჯობსი? სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დახვეწილი გემოვნება, მიკრომენეჯმენტში დეტალებისადმი გამძაფრებული ყურადღება და მაკრომენეჯმენტში […]
მწვანე ბარათი
როგორც დაგპირდით, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა, ვისაც „მწვანე ბარათის“ გათამაშების ადმინისტრირება ევალება. თქვენს შეკითხვებს საკონსულო საქმეთა ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი -რებეკა დოდსი- პასუხობს. ინტერვიუს ტელე-ვერსია ამ პუბლიკაციის ბოლოს არის განთავსებული. მოკლე განმარტება მათთვის, ვინც არ იცის, თუ რაზეა საუბარი: ამერიკის კონგრესის განჩინებით 50 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველწლიურად […]
ლედიგ ჰაუზი ქართველ პოეტს მასპინძლობს
ნიუ იორკის შტატში მდებარე პატარა ქალაქი -ომი- ლიტერატურულ წრეებში ლედიგ ჰაუზითაა ცნობილი. ლიტერატორთა სახლი სპეციალური შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის პოეტს, მწერალს და თარჯიმანს მასპინძლობს. მყუდრო, მთიანი სოფლით გარემოცული კერძო სასტუმროს ტიპის ვილა მათ რამდენიმე კვირით სიმშვიდეში მუშაობას და პერიოდულად ამერიკელ გამომცემლებთან, რედაქტორებთან და აგენტებთან შეხვედრას სთავაზობს. ქალაქ ნიუ იორკის ყოველწლიური პოეზიის ფესტივალი […]
ვაშინგტონის ფოლკ-ფესტივალი ქართული ღვინით
აუტანელი სიცხის მიუხედავად ვაშინგტონში სმითსონის ფოლკლორულ ფესტივალს მილიონამდე სტუმარი ეწვია. ტრადიციას 45 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ საზაფხულო ფესტივალი ამერიკის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მას ერთი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. წელს კოლუმბიის მდიდარი კულტურული და ისტორიული ტრადიციები იყო ნაჩვენები. ფესტივალმა კიდევ ორი თემა წარმოადგინა: მუსიკალური ჟანრის -რიტმენბლუზის- ისტორია და მშვიდობის კორპუსის 50 წლის იუბილე. ჩვენთვის […]
ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომის შესახებ
არ მეგულება ემიგრანტი, რომელსაც 8 აგვისტოს ხსენებაზე გული სიმწრით არ შეეკუმშება. უსუსურობით, შიშით და ბრაზით, როგორც იტყვიან, ერთი ცხოვრება დავამთავრეთ მაშინ. მანძილი ფიზიკურად გვაცილებს, მაგრამ ემოციურად თითქოს უფრო გვაახლოებს სამშობლოს. და დრო კი – რაც უფრო დიდი ხნის წამოსულები ვართ, მით უფრო გამწვავებული გვაქვს სიყვარულის და მონატრების გაუთავებელი ტკივილი. 2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს ისტორია […]
ფულბრაითის პროგრამა და საქართველო
1946 წლის პირველ აგვისტოს პრეზიდენტმა ტრუმენმა ფულბრაითის აქტს მოაწერა ხელი, რითაც სახელმწიფო განათლების სისტემაში საერთაშორისო გაცვლების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. საკანონმდებლო აქტს არკანზასელი უილიამ ფულბრაითის სახელი დაერქვა, რადგან სწორედ ეს სენატორი გახლდათ კანონპროექტის ავტორი. ფონდის პირველ შენატანად ამერიკის მთავრობამ ომის შემდეგ დარჩენილი მარაგის გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენა. ასე შეიქმნა სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე ფულბრაითის აკადემიური პროგრამა, რომელიც […]
ვალერიან ძამია და 50-იანი წლების მეჯლისები ნიუ იორკში
ჩვენი ბლოგის პირველი სტუმარი ვალერიან ძამია გახლავთ. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: გვინდა ერთ-ერთი დიდი ხნის ემიგრანტი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ახლახან 90 წელი შეუსრულდა. ძია ვალიკო (ასე მიმართავენ მას უმცროსი მეგობრები) შეერთებულ შტატებში ევროპიდან 1956 წელს ჩამოვიდა და ამერიკის ქართულ სათვისტომოს უსასყიდლოდ თითქმის 30 წლის მანძილზე ემსახურა. ვალერიან ძამიას უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული […]