ასოციაცია „თვისტომს“ ნიუ იორკში ზუსტად 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მისი ფუძემდებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნის მიზანი, ქართველების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი კოორდინირება და გაერთიანება იყო: “აუცილებელი იყო ქართული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ქართულ, აქაურ ემიგრაციას და იმ გაბნეული, არაორგანიზებული დიასპორიდან შეიქმნებოდა ერთიანი, ძლიერი და ორგანიზებული სათვისტომო, რასაც ქვია […]
ამერიკის შესაძლებლობების მაქსიმუმით დასმული დიაგნოზი თბილისში
თბილისში გახსნილი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრი ქართველ პაციენტებს ამერიკელ ექიმებთან კონსულტაციებს სთავაზობს. მომსახურება შეერთებულ შტატებში მომუშავე სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით უფასოა და მხოლოდ თბილისში, ადგილობრივი კონსულტაციის საფასურს უტოლდება. ტელემედიცინა არამარტო ჩვენი ბლოგის მკითხველისთვის, არამედ ზოგადად, შედარებით ახალი დარგია, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გეოგრაფიულ ბარიერებს ხსნის და უპრეცედენტო ხარჯეფექტურობითაც გამოირჩევა. დღეს ჩვენი სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი […]
ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?
პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ იორკის რესტორნის შეფ-მზარეულობამდე გავლილი გზა – დღეს მე გაგაცნობთ მაია დვალაძეს, ქირურგს, რომელმაც „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმის არ იყოს, „დანის ხმარებას მიმართულება შეუცვალა და მანჰეტენს აჩუქა ნამდვილი ქართული სული, ტოლერანტული, მაგრამ ხანდახან აურზაურით სავსე“. კვირის ბოლოს „ოდა-ჰაუსში“ თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია და დაურეკავად თუ მიხვალთ, შეიძლება ბართანაც ვერ მოხვდეთ. მანჰეტენის ერთ-ერთი პირველი […]
ნინი ქეის ქუდების ახალი კოლექცია ნიუ იორკში
ქართული ანდაზა „სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ ნინი ქეის შემთხვევაში ალბათ განსხვავებულად ითქმოდა, რადგან ნინი სადაც ჩადის, იქაურებს თავის მოქსოვილ ქუდს ახურავს. თბილისიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, საკუთარი ქუდი უკვე დიდი ხანია ნიუ იორკელებსაც მოარგო და არამარტო მათ. დღეს ამერიკაში მოდის ბევრი მიმდევარი იცნობს ქუდების და აქსესუარების დიზაინერ, ნინი ქეის. თბილისში დაბადებული და […]
იცნობდეთ: ანი შაქარიშვილი, გაეროს შიდსის პროგრამების ხელმძღვანელი უკრაინაში
ვაშინგტონის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში ივლისის ბოლო დღეებში მანქანით მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამერიკის დედაქალაქმა 22-წლიანი შესვენების შემდეგ შიდსის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 600-ათასზე ოდნავ მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქისთვის 23 ათასი სტუმრის მიღება არც ისე იოლი აღმოჩნდა. კონფერენციას საპროტესტო დემონსტრაციებიც კი მოჰყვა, რამაც დამატებით არაერთი ქუჩის გადაკეტვა გამოიწვია. პროტესტის ერთი ტალღა ფარმაკოლოგიური კომპანიების პოლიტიკას […]
„ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ქართულ ენაზე გამოდის
მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა. “ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ […]
ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში
აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ […]
სინეტიკის ახალი სეზონი
პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ ვაშინგტონში დაარსებული სინეტიკის თეატრი მე-11 სეზონს ხსნის „უსიტყვო შექსპირი“ – ამ სახელწოდებით თეატრი 14 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე შექსპირის ფესტივალს მართავს. „მაკბეტის“, „ოტელოს“ და „რომეო და ჯულიეტას“ რეტროსპექტული წარმოდგენა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ამერიკის დედაქალაქის ბინადართ და მის სტუმრებს. ამ სამ სპექტაკლს 26 ნომინაცია და 10 ჰელენ ჰეიზის პრესტიჟული თეატრალური ჯილდო აქვს […]