Showing Archived Posts

ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი – დიალოგი ხელოვნებას და მეცნიერებას შორის

Posted November 9th, 2011 at 5:40 pm (UTC+0)
1 comment

“Busboys & Poets”… სახელი არაფერს მაძლევს. ვაშინგტონში სულ რამდენიმე თვის გადმოსული ვარ. მითხრეს, რომ საინტერესო ბოჰემური რესტორანია დედაქალაქის ცენტრში. მანქანით ვუახლოვდები. მობილური ჯიპიესი ბრიტანული აქცენტით მეუბნება, რომ უკვე მოვედი. შესასვლელთან უცნაური ავანგარდული ყვითელი ფერის მეტალის ქანდაკება დგას. შორიდან ვერც ვარკვევ, რა არის. ვერც – ახლოდან. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ქუჩაში ყველანაირი ჯურის და ტიპის ადამიანი […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.