Showing Archived Posts

ვაშინგტონის ფოლკ-ფესტივალი ქართული ღვინით

Posted August 15th, 2011 at 6:19 am (UTC+0)
Leave a comment

აუტანელი სიცხის მიუხედავად ვაშინგტონში სმითსონის ფოლკლორულ ფესტივალს მილიონამდე სტუმარი ეწვია.  ტრადიციას 45 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ საზაფხულო ფესტივალი ამერიკის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მას ერთი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. წელს კოლუმბიის მდიდარი კულტურული და ისტორიული ტრადიციები იყო ნაჩვენები. ფესტივალმა კიდევ ორი თემა წარმოადგინა: მუსიკალური ჟანრის -რიტმენბლუზის- ისტორია და მშვიდობის კორპუსის 50 წლის იუბილე. ჩვენთვის […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.