მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა. “ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ […]
ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში
აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ […]
რატომ „არტისტი“?
ზუსტად არავინ იცის, თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ასე ძლიერ ფრანგული წარმოების „არტისტით“. მაგრამ “ოსკარებამდე” დიდი ხნით ადრე გამარჯვებას ექსპერტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა. კინოკონკურსების სეზონის დაწყებისთანავე მას ამერიკულმა მედიამ „unstoppable”, დაუძლეველი, შეუჩერებელიც კი უწოდა. კინოკრიტიკოსების აზრით ერთ-ერთი გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებლის, კომიკოსი ჟან დუჟარდენის უზადო ნიჭიერება, ძალზე გამომსახველი სახე, შარმი და […]
თავისუფლება სიფხიზლის ფასად
ერთი ძველი ჩინური ლეგენდა მინდა მოგიყვეთ, რომელიც პენსილვანიის ქალაქ ბეთლემში არაბული ლიტერატურის და კულტურის ეგვიპტელმა პროფესორმა, ფატმა ელ-თურქიმ მიამბო. რა კავშირი აქვს ამ ლეგენდას ქართულ სინამდვილესთან? შეიძლება არავითარი, ან – პირდაპირი, ეს თქვენ განსაჯეთ. უბრალოდ საგულისხმო მომეჩვენა და მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, იყო და არა იყო რა… * * * ერთ ულამაზეს მთიან სოფელს თავს დიდი […]
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი
როდესაც „ქართული ამერიკის“ ბლოგზე მუშაობა დავიწყე, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ნეკროლოგების წერაც მომიწევდა. შემდეგ რედაქციაში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ და მივხვდით, რომ ეს აუცილებელია. ოღონდ არა ტრადიციული ნეკროლოგის სახით, არამედ მცირე მოგონებით, რომელიც ბატონ კონსტანტინეზე, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, კონი ერისთავზე მცირეოდენ შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით. „ნიუ იორკ თაიმსში“ ვკითხულობთ: „ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, […]
გილოცავთ ახალ, 4710 წელს?
ჩინური კალენდრით დღეს, 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება. უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად. წელს ჩინური კალენდრით დრაკონის […]
ჩურჩხელა “ემიგრანტული”
„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“, ჩემზეა ნათქვამი. ჩურჩხელის ამოსავლებად ამერიკაში კი არა, თბილისშიც არასოდეს მეცალა. ჰოდა ასეთ გამოსავალს მივაგენი: გამოვიგონე ძალიან მარტივად გასაკეთებელი ჩურჩხელა, რომელიც ჩემი ფეისბუქის მეგობრებს ძალიან მოეწონათ და რომელმაც შესაძლოა არამარტო ემიგრანტები, არამედ საქართველოში მცხოვრები გურმანებიც კი დააინტერესოს. როგორც აღმოჩნდა, ამის მსგავს მეთოდს ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი მხცოვანი ემიგრანტი, ჩვენი 90 წლის მეგობარი, […]
თბილისში ამერიკული ტიპის ფსიქიატრიული ცენტრი იხსნება
„მხოლოდ იმას მივწვდები, სადამდეც ზრდას მოვახერხებ. მხოლოდ იქამდე მივალ, სადამდეც ძებნას მოვინდომებ. მხოლოდ იმ სიღრმეზე დავინახავ, სადამდეც ჩახედვას შევძლებ. მხოლოდ ის ვიქნები, რაზეც ვიოცნებებ”. ალბერტ აინშტაინი ყველაფერი სამშობლოზე გულისტკივილით და პატარა ოცნებით დაიწყო, რომელიც ერთი შეხედვით მაშინ განუხორციელებელიც კი ჩანდა. მერილენდის შტატში მცხოვრებმა ქართველმა ფსიქიატრმა, არჩილ აბაშიძემ, და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა – ნინო აბდუშელიშვილმა საქართველოში […]
ინტერნეტის როლი მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველო
არჩევნებზე მასობრივი გაყალბების მიუხედავად ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოულოდნელად დუმის მანდატების ერთი მეოთხედი დაკარგა. რა ხდება რუსეთში? თუკი პრემიერი პუტინი რეიტინგებს ძველებურად ლიდერობს, მაშინ რატომ აღარ ენდობიან მის პარტიას? სულ რამდენიმე თვის წინ ექსპერტებისთვის არჩევნების შედეგები თითქოს იოლად პროგნოზირებადი იყო. დღეს კი ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის მეტროს სადგურთან სკანდირებს: „რუსეთი პუტინის გარეშე“! „ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“! რამდენი წელია […]
გოგრის ტკბილი ფლავის რეცეპტი
ამერიკაში გასულ კვირას მადლიერების დღე აღინიშნა. ალბათ არანაირ დღესასწაულს არ აქვს აქ ასეთი სპეციფიური მენიუ და არცერთი დღისთვის არ ემზადებიან ისე მონდომებით, რამდენიმე დღით ადრე, როგორც მადლიერების დღისთვის. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან საახალწლო ციებ-ცხელების დროს. ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ამერიკაში ფედერალური დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. მადლიერების დღე საოჯახო ზეიმია, ამიტომ ამერიკის სასწავლებლებში და […]