Showing Archived Posts

თავისუფლება სიფხიზლის ფასად

Posted February 22nd, 2012 at 1:28 am (UTC+0)
Leave a comment

ერთი ძველი ჩინური ლეგენდა მინდა მოგიყვეთ, რომელიც პენსილვანიის ქალაქ ბეთლემში არაბული ლიტერატურის და კულტურის ეგვიპტელმა პროფესორმა, ფატმა ელ-თურქიმ  მიამბო. რა კავშირი აქვს ამ ლეგენდას ქართულ სინამდვილესთან? შეიძლება არავითარი, ან – პირდაპირი, ეს თქვენ განსაჯეთ. უბრალოდ საგულისხმო მომეჩვენა და მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, იყო და არა იყო რა… *   *   * ერთ ულამაზეს მთიან სოფელს თავს დიდი […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.