Showing Archived Posts

მწვანე ბარათის გათამაშება

Posted October 6th, 2012 at 12:40 pm (UTC+0)
36 comments

გაცნობებთ, რომ დაიწყო წლევანდელი მწვანე ბარათის გათამაშება DV-2014. დაპირებისამებრ, გატყობინებთ ვადების შესახებ: ლატარიაში მონაწილეობის მსურველთათვის ინტერნეტ-საიტი გაიხსნა 2 ოქტომბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით – საღამოს 8 საათი) და დაიხურება 3 ნოემბერს ასევე 12:00 საათზე (თბილისში საღამოს 8 საათი). ბილეთის შევსება შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგიწოდებთ თავად […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.