Showing Archived Posts

ასოციაცია „თვისტომი“ 10 წლისაა

Posted November 8th, 2013 at 2:52 pm (UTC+0)
2 comments

ასოციაცია „თვისტომს“ ნიუ იორკში ზუსტად 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მისი ფუძემდებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეიძის თქმით, არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციის შექმნის მიზანი, ქართველების  ერთმანეთთან დაკავშირება, მათი კოორდინირება და გაერთიანება იყო: “აუცილებელი იყო ქართული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ქართულ, აქაურ ემიგრაციას და იმ გაბნეული, არაორგანიზებული დიასპორიდან შეიქმნებოდა ერთიანი, ძლიერი და ორგანიზებული სათვისტომო, რასაც ქვია […]

იცნობდეთ: ანი შაქარიშვილი, გაეროს შიდსის პროგრამების ხელმძღვანელი უკრაინაში

Posted July 28th, 2012 at 3:32 pm (UTC+0)
Leave a comment

ვაშინგტონის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში ივლისის ბოლო დღეებში მანქანით მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამერიკის დედაქალაქმა 22-წლიანი შესვენების შემდეგ შიდსის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 600-ათასზე ოდნავ მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქისთვის 23 ათასი სტუმრის მიღება არც ისე იოლი აღმოჩნდა. კონფერენციას საპროტესტო დემონსტრაციებიც კი მოჰყვა, რამაც დამატებით არაერთი ქუჩის გადაკეტვა გამოიწვია. პროტესტის ერთი ტალღა ფარმაკოლოგიური კომპანიების პოლიტიკას […]

„ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ქართულ ენაზე გამოდის

Posted May 11th, 2012 at 4:42 pm (UTC+0)
Leave a comment

მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი  შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა. “ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ […]

ქართული ნიჭის კიდევ ერთი გამარჯვება ვაშინგტონში

Posted April 27th, 2012 at 7:37 pm (UTC+0)
1 comment

აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ […]

სინეტიკის ახალი სეზონი

Posted September 10th, 2011 at 4:36 pm (UTC+0)
2 comments

პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ ვაშინგტონში დაარსებული სინეტიკის თეატრი მე-11 სეზონს ხსნის „უსიტყვო შექსპირი“ – ამ სახელწოდებით თეატრი 14 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე შექსპირის ფესტივალს მართავს. „მაკბეტის“,  „ოტელოს“ და „რომეო და ჯულიეტას“ რეტროსპექტული წარმოდგენა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ამერიკის დედაქალაქის ბინადართ და მის სტუმრებს. ამ სამ სპექტაკლს 26 ნომინაცია და 10 ჰელენ ჰეიზის პრესტიჟული თეატრალური ჯილდო აქვს […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.