სულ რაღაც ორ მეტრში რომ ხარ მიზნიდან, გგონია, დარჩენილი დისტანცია არაა რთული გადასალახი და ეს-ესაა ხელს შეახებ ფინიშის ნიშანს, ადგამ ნაბიჯებს, ადგამ და გზაზე ორმოები მატულობს. იმდენი ორმო გხვდება, ფეხის გადადგმა შეუძლებელია, მუხლები ვეღარ ამოგაქვს ამ ღრმულებიდან, რომლებიც თანდათან ივსება ტალახთ, შემდეგ ეს ტალახი იყინება, მაგრამ არა იმდენად, რომ ფეხის დადგმას გაუძლოს და ისევ და […]
All posts by akaland
ღობეები ჩვენს გონებაში და დაკავებები, როგორც პოლიტიკა
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოტივით დაკავებები გახშირებულია. კვირაში სამჯერ მაინც ამგვარი ცნობები მედიის ახალ ამბებში ხვდება. რუსი მესაზღვრეები აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ბაღებში მუშაობენ, ჯონჯოლს კრეფენ ან შინაურ პირუტყვს მწყემსავენ. საზღვრის პირას (ამ ტერმინსაც შევეხებით მოგვიანებით) დაკავებებით, რაც რუსი მესაზღვრეები მიერ ხორციელდება, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე ხაზგასმულ […]
ეშმაკი დეტალებში
გაფართოების საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. დღეს ვიმსჯელეთ ნატოს გაფართოების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის უწყობდა ხელს ევროპაში მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. საუბარი შეეხო ოთხი კანდიდატი ქვეყნის მზადყოფნის საკითხს და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ორი დღის წინ დასრულდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში და სწორედ ეს თემა იყო შეხვედრებზე აქტიური განხილვის საგანი. ჩვენი ამოცანაა, […]
პრინციპის საკითხი
იმგვარი ფაქტების, შემთხვევების მოულოდნელი გამოჩენა, რომლებიც თავისი შინაარსით ოპტიმიზმს აღვივებს და ადამიანს იმედებით ავსებს, იშვიათია, მაგრამ არა არარსებული. ეს დაახლოებით იმგვარი გრძნობაა, გიორგი ლეონიძეს ნასახლარზე ამოსული ბროწეულის მიმართ რომ უჩნდება. როდესაც არ იცი საიდან, როგორ, მაგრამ სრულიად მოულოდნელ ადგილას სილამაზე ხელახლა, კანონზომიერების გასაიდუმლოებული რესურსით იბადება და ადამიანებს აოგნებს. ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა […]
რელიგია და დემოკრატია
რწმენა იმისა, რომ არსებობს რაღაც უდიდესი, უგონიერესი, რომელიც შემომქმედია სამყაროსი, ჩემში არსებობს. მჯერა, რომ შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ არსებობდეს. ისევე როგორც რადიოტალღები, მაგალითად, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად მაინც ვუყურებთ ტელევიზორს, ვსაუბრობთ მობილური ტელეფონით, ვსარგებლობთ ინტერნეტით და სულ ამ უხილავი რადიოტალღების არსებობის გამო. სხვა საკითხია, რა უნდა ვუყო მე ამ რწმენას? ვინ არის ღმერთი: […]
გულზე ხელის ბრაგუნი ფეხების ბაკუნის თანხლებით
ფასადურობა, ბუტაფორიულობა, ერთჯერად, მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აქციები და სანახაობა – ეს ისაა, რაც ყოფილ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს არ მოსწონდათ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი მოძალადეს ემსგავსება დროთა განმავლობაში და იგივე თვისებებს ამჟღავნებს. ქართული ანდაზა ამბობს, რომ ერთად დაბმული ხარები (ამ შემთხვევაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლება და საზოგადოება) ერთმანეთს ემსგავსება. რუსული ანდაზა ამბობს, რომ […]
ადამიანების ხმა და სახემლწიფოს სიჩუმე კონფლიქტის ზონაში
შიდა ქართლში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფლებში, იქ, სადაც რუსი მესაზღვრეები ლითონის ღობეების მშენებლობას დღემდე აგრძელებენ, ომიდან ხუთი წლის შემდეგ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან. მოზარდებისთვის, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს ყოველწლიურად იმ ადგილას ატარებენ, სადაც ცხოვრობენ და რომელთა ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს წარმოებული საომარი წვრთები და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა, გაეროს ბავშვთა კონვენციით დაცული […]
დასავლეთი VS ჩრდილოეთი
საქართველომ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების მიმართ დამოკიდებულება რეფერენდუმის მეშვეობით უკვე გამოხატა. ის, რომ რუსეთს მისი სამხრეთ მეზობლის დასავლური ორიენტაცია მნიშვნელოვნად აღელვებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „მშვიდობის იძულების“ „ოპერაციამ“ (რუსეთმა ასე უწოდა ომს) მორიგად დაადასტურა. სიტყვა „იძულება“ და ასოციაციები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (მახსოვს საბჭოთა ბავშვობიდან და ახლა გამოვიყენებ ამ გამოთქმას), ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა შეხვედრას, რომელიც პირველად […]
მონსტერა და 2008 წლის აგვისტო გორში
11 აგვისტოა, მეოთხე დღე ომის დაწყებიდან. გორში, ჩვენს სახლში მხოლოდ მამა და მე ვართ. ყველა დანარჩენი, ჩვენი ოჯახიდან, თბილისში არიან გახიზნულები ჩემი რძლის ნათესავების ოჯახებში გადანაწილდნენ. დედაჩემი, ჩემი შვილები, ჩემი ძმა, რძალი, ბავშვები. მამა და მეც წესით, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავით, რომ არა ჩემი დაჟინებული სურვილი-მემუშავა, მეკეთებინა რეპორტაჟები ცხელი ადგილიდან. დღეს რომ ვფიქრობ, რა იყო […]