ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოტივით დაკავებები გახშირებულია. კვირაში სამჯერ მაინც ამგვარი ცნობები მედიის ახალ ამბებში ხვდება. რუსი მესაზღვრეები აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ბაღებში მუშაობენ, ჯონჯოლს კრეფენ ან შინაურ პირუტყვს მწყემსავენ. საზღვრის პირას (ამ ტერმინსაც შევეხებით მოგვიანებით) დაკავებებით, რაც რუსი მესაზღვრეები მიერ ხორციელდება, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე ხაზგასმულ […]
ღობეები ჩვენს გონებაში და დაკავებები, როგორც პოლიტიკა
ადამიანების ხმა და სახემლწიფოს სიჩუმე კონფლიქტის ზონაში
შიდა ქართლში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფლებში, იქ, სადაც რუსი მესაზღვრეები ლითონის ღობეების მშენებლობას დღემდე აგრძელებენ, ომიდან ხუთი წლის შემდეგ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან. მოზარდებისთვის, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს ყოველწლიურად იმ ადგილას ატარებენ, სადაც ცხოვრობენ და რომელთა ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს წარმოებული საომარი წვრთები და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა, გაეროს ბავშვთა კონვენციით დაცული […]
დასავლეთი VS ჩრდილოეთი
საქართველომ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების მიმართ დამოკიდებულება რეფერენდუმის მეშვეობით უკვე გამოხატა. ის, რომ რუსეთს მისი სამხრეთ მეზობლის დასავლური ორიენტაცია მნიშვნელოვნად აღელვებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „მშვიდობის იძულების“ „ოპერაციამ“ (რუსეთმა ასე უწოდა ომს) მორიგად დაადასტურა. სიტყვა „იძულება“ და ასოციაციები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (მახსოვს საბჭოთა ბავშვობიდან და ახლა გამოვიყენებ ამ გამოთქმას), ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა შეხვედრას, რომელიც პირველად […]