საქართველომ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების მიმართ დამოკიდებულება რეფერენდუმის მეშვეობით უკვე გამოხატა. ის, რომ რუსეთს მისი სამხრეთ მეზობლის დასავლური ორიენტაცია მნიშვნელოვნად აღელვებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „მშვიდობის იძულების“ „ოპერაციამ“ (რუსეთმა ასე უწოდა ომს) მორიგად დაადასტურა. სიტყვა „იძულება“ და ასოციაციები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (მახსოვს საბჭოთა ბავშვობიდან და ახლა გამოვიყენებ ამ გამოთქმას), ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა შეხვედრას, რომელიც პირველად […]