სულ რაღაც ორ მეტრში რომ ხარ მიზნიდან, გგონია, დარჩენილი დისტანცია არაა რთული გადასალახი და ეს-ესაა ხელს შეახებ ფინიშის ნიშანს, ადგამ ნაბიჯებს, ადგამ და გზაზე ორმოები მატულობს. იმდენი ორმო გხვდება, ფეხის გადადგმა შეუძლებელია, მუხლები ვეღარ ამოგაქვს ამ ღრმულებიდან, რომლებიც თანდათან ივსება ტალახთ, შემდეგ ეს ტალახი იყინება, მაგრამ არა იმდენად, რომ ფეხის დადგმას გაუძლოს და ისევ და […]
ღობეები ჩვენს გონებაში და დაკავებები, როგორც პოლიტიკა
Posted April 28th, 2014 at 9:32 pm (UTC+0)
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოტივით დაკავებები გახშირებულია. კვირაში სამჯერ მაინც ამგვარი ცნობები მედიის ახალ ამბებში ხვდება. რუსი მესაზღვრეები აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ბაღებში მუშაობენ, ჯონჯოლს კრეფენ ან შინაურ პირუტყვს მწყემსავენ. საზღვრის პირას (ამ ტერმინსაც შევეხებით მოგვიანებით) დაკავებებით, რაც რუსი მესაზღვრეები მიერ ხორციელდება, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე ხაზგასმულ […]