Showing Archived Posts

წავიდა ჰე, ის ცხოვრება აღარ არის….

Posted May 30th, 2012 at 10:02 pm (UTC+4)
Leave a comment

რატომ აღარ ითვლება ამერიკა ავტომანქანების მწარმოებელ ქვეყნად და რატომ აღარ სურთ ახალგაზრდებს საჭესთან ჯდომა? ამ კითხვების გასარკვევად საკმაო შრომა გავწიე. თუმცა არ ვიცი პასუხი რამდენად დაგაკმაყოფილებთ. თავდაპირველად აღმოვაჩინე რომ ამერიკული ავტომობილების შესახებ, უამრავი წიგნი დაწერილა და სპეციალური კვლევაც ჩატარებულა. ჟურნალ “თაიმსში” დაიბეჭდილი ანგარიშის თანახმად, ჩინელი და ინდოელი მომხმარებლები ყოველწიურად უფრო მეტ ახალ ავტომანქანას იძენენ ვიდრე […]

სამოთხის ჰარმონია

Posted May 22nd, 2012 at 10:05 pm (UTC+4)
Leave a comment

ვულკანივით გადმოღვრილი ცეცხლოვანი ენერგია, სხეულის გამაოცებელი მოძრაობა და დამათრობელი ემოცია… საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ვნებიან სიყვარულს ცეკვით უხსნიან… სცენაზე შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევია… 20 წლის წინ, ცას ვარსკვლავი ალბათ, იმ ძალით მოწყდა, რომელმაც ეს წყვილი ამერიკამდე ჩამოიყვანა. თავიდან ყველაფერი ძნელად დაიწყო. ემიგრაციის დაუნდობელმა ყოფამ ბევრი გაჭირვება აჩვენა, მაგრამ დაბრკოლება ღირსეულად გადალახეს. “ბოლომდე დაიხარჯე, არ […]

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.