უამრავი საახალწლო მილოცვებისაგან გაბრუებულს მოულოდნელად კომპიუტერში სკაიპით მოწერილმა შეტყობინებამ გამომაფხიზლა. ერთი მშრომელი, ალალ-მართალი, და პატიოსანი გურული გლეხი ბაჩი პაიჭაძე სკაიპის საშუალებით ჩემთან საუბარს ითხოვდა. რა თქმა უნდა, მეც არ დავაყოვნე და ღილაკის მარტივი დაჭერით ვირტუალური კონტაქტი დავამყარე. საახალწლოდ, თბილისში, შვილებთან სტუმრად ჩამოსულ ბატონ ბაჩისა და ჩემს შორის გულღია საუბარი შედგა… -რა ხდება ბიძიკო მაქით?- ცნობისმოყვარედ […]
All posts by rtsereteli
ამბროლაურიდან ნიუ-იორკამდე
შობა-ახალიწლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ამერიკელები არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს ზოგავენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ ქუჩებსა თუ შენობებს ზღაპრულ სამყაროში შევყავართ. განსაკუთრებით თვალწარმტაცი კი ნაძვის ხეზე ფერად-ფერადი სანთლების ნაირსახეობა წარმოადგენს… სწორედ ამ სილამაზის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ამერიკაში საახალწლო ნაძვის ხის სანთლების გამომგონებელი ჩემი წინაპარი, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლ კობახიძე […]
მშვიდობით, ფაილინ!
ამერიკაში, თავის დროზე, „ფაილინს ბეიზმენტი“ (Filene’s Basement) ერთ-ერთ პირველ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ხელსაყრელ ფასებში საუკეთესო დასახლების ბრენდებს შეიძენდით. პირადად მე, “ფაილინს ბეიზმენტში“ იტალიური პროდუქციის – „დოლჩე და გაბანას,“ „ვერსაჩეს,“ „ვალენტინოს“ უამრავი დასახელების ნივთი საკმაოდ დაბალ ფასში მაქვს ნაყიდი. „ფაილინს ბეიზმენტის“ ისტორია საფუძველს 1881 წლიდან იღებს, როდესაც პრუსიიდან, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში ჩამოსულმა ებრაელმა ემიგრანტმა […]
„ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“
თავის დროზე, საქართველოში, სიტყვა „ბრენდინგის“ მნიშვნელობას ვერა და ვერ ვხვდებოდი თუ რა კონტექსტში ხმარობდნენ ჩემი ე.წ. „მწიგნობარი“ კოლეგა – თანამემამულენი. ეს კიდევ არაფერია, ჩემმა გაოცებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ასეთი საგნის დასახელებას წავაწყდი: – „ქართული ბრენდინგის საფუძვლები.“ მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ბრენდინგის დანიშნულებისა და მისი საჭიროების გარკვევა […]
„ჩემი ერთი კვირა მერლინთან“
ეს ფილმის სათაურია და არა რეალობა, თუმცა ზოგიერთისთვის, ალბათ, შეიძლება ნატვრაც იყოს, რომლის ახდენა, ამჯერად მხოლოდ ბრიტანელმა რეჟისორმა საიმონ კერტისმა შეძლო. კოლინ კლარკის მიერ მერლინ მონროზე დაწერილი მემუარების მეშვეობით, მან, ფილმში იმ გოგონას ცხოვრება ასახა, რომელიც დღემდე სილამაზისა და სიყვარულის უბადლო სიმბოლოდ ითვლება. მიუხედავა იმისა რომ მერლინის სიკვდილიდან 50 წელი გავიდა, ამ ქალის ცხოვრება კვლავ […]
გმადლობთ, რომ არსებობთ!
-„ციბა, ციბა, ციბა, აქეთ, აქეთ, თქვე მართლა ინდაურებო,“ – ეძახდა მარტყოფელი ლამზირა საჭმელად გამზადებულ ინდაურებს და თან აყოლებდა: -„ მარტო ხალხი კი არა, ფრინველებიც განსხვავდება აქ.. აბა, ქართული ინდაური ასე მოიქცოდა, როგორც ახლა ესენი იქცევიან?…. მსგავს შეფასებას მრავლად გაიგონებთ ფილადელფიის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც აქ „ამერიკულ მარტყოფადაა“ ცნობილი. ამ ტერიტორიაზე 15 წლის წინ მარტყოფიდან ჩამოსულმა […]
ვისია, ვისი ქალი ლამაზი? ანუ როგორ შეიძლება ამერიკის ცის ქვეშ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება
მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე თანხმობა განაცხადა, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ქართულმა და რუსულმა განყოფილებებმა დამოყვრება გადაწყვიტეს… საქართველოს ისტორიაში მრვალადაა შემორჩენილი ქართულ-რუსული ცოლ-ქმრული თანაცხოვრების მაგალითები; აი რამდენიმე მათგანიც, თამარ მეფე და იური ბოგოლიუბსკი, აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია, ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე, რომელზეც მოგვიანებით ქართული სილამაზით გულასუყებული ბატონიშვილი, არც აციებს და […]
ერნესტ ჰემინგუეი
ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება! ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა დუმილის სწავლას _ ორმოცდაათი.
ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring” („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ. უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, […]