All posts by rtsereteli

„თავისუფალი ზონები“ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისათვის

Posted October 30th, 2011 at 6:49 am (UTC+4)
Leave a comment

ეს ამბავი ავტობუსით მგზავრობისას მოვისმინე და დაუყონებლივ მისი გადამოწმება გადავწყვიტე. შედეგმაც არ დააყოვნა და აი ფაქტის წინაშეც დავდექი. თავდაპირველად, მცირეოდენი პროლოგის სანაცვლოდ: ამერიკაში პროსტიტუცია დიდი ხნის წინ აკრძალეს. თავის დროზე, ერთ-ერთი ცნობილი საროსკიპო,  ნიუ-იორკში, „პარკ ავენიუს 79“ ნომერში მდებარეობდა. თუმცა, მოგვიანებით, ამ ადგილს, პაექრობა, მანჰეტენის 42-ე ქუჩამაც გაუწია. ჯერ კიდევ 1933 წელს გადაღებულ მუსიკალურ ფილმში, […]

„ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?!..”

Posted October 30th, 2011 at 6:34 am (UTC+4)
Leave a comment

თავის დროზე, ცნობილმა ტელე-წამყვანმა და მედია მაგნატმა ოპრა უინფრიმ ერთ-ერთი შოუ მთლიანად იმ  საკითხს მიუძღვნა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის ერთობ მნიშვნელოვანია. კერძოდ, შოუს წამყვანი, მთელი ამერიკის მასშტაბით, ყველას მოუწოდებდა რომ არ გამოეყენებინათ მობილური ტექსტური გზავნილებისათვის მაშინ, როცა ისინი მანქანას მართავდნენ…. ოპრა უინფრის მიერ შემოთავაზებულ ფიცს სახელწოდებით – “No Phone Zone,“ (არასატელეფონო ზონა), 2009 წლის 18 იანვარს, […]

„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს

Posted October 27th, 2011 at 6:10 am (UTC+4)
Leave a comment

არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ… ქართველკაცს რომ მიტინგებით  ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ […]

ქართული რჩევები ამერიკულ ფოსტა-ტელეგრაფს

Posted October 27th, 2011 at 5:25 am (UTC+4)
Leave a comment

ამ რამდენიმე დღის წინ რედაქციაში მისულს ჩემი კოლეგის მაია ქვარცხავას  სინანულით მონათხრობმა, ამერიკის საფოსტო სისტემაში უმუშევრობის დაწყების თაობაზე, ცოტა არ იყოს მეც საგრძნობლად ჩამაფიქრა… მოულოდნელად ჩანთაში ჩავიხედე და გასაგზავნ კონვერტს მოვკარი თვალი… სამსახურთან, შორიახლოს მდებარე ფოსტის შენობისაკენ, მეც დინჯად გავეშურე და თან ამერიკული ფოსტის ბედ-იღბლით შეწუხებულმა გამოსავლის ძებნა დავიწყე: ამერიკაში საფოსტო სისტემის ისტორია სათავეს 1775 […]

საბჭოეთიდან – აიფოუნამდე

Posted October 13th, 2011 at 7:20 pm (UTC+4)
1 comment

ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას, ვაშინგტონიდან ნიუ-ირკში ახლად ჩასულმა, ბრაიტონისაკენ ავიღე გეზი. იმ დღეს გადაწყვეტილი მქონდა ახლობლების მონახულება, ქართული პროდუქტის შეძენა და მანჰეტენზე მალევე  დაბრუნება. ბროდვეიდან მეტროთი დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ბრაიტონ ბიჩის სადგურს მივადექი. მატარებლის ვაგონიდან ზანტად გამოვედი და ჯერ კიდევ  საბჭოთა ეპოქის შემორჩენილ „რეალობაში“ თავდავიწყებას მივეცი…. ბრაიტონ ბიჩი, ბრუკლინის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, […]

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.