Showing Archived Posts

უკრაინის სათანადოდ ვერშეფასებას არ გირჩევთ

Posted February 11th, 2014 at 1:49 pm (UTC-5)
Leave a comment

საბჭოთა არმიამ 40-იანი წლების ბოლოს, უკრაინელ ამბოხებულებთან გამართულ ბრძოლებში, ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე 80-იან წლებში ავღანეთის ოკუპაციის პერიოდში. ბევრისთვის ეს ნაკლებად ცნობილი ამბავია, რომელსაც საბჭოთა ცენზურა დიდი ხნის მანძილზე მალავდა. თუმცა, ეს გარემოება ალბათ  დაგვეხმარება იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ დგანან უკრაინელები ისევ ქუჩაში, ასე  მტკიცედ. არად აგდებენ უმკაცრეს, გაუსაძლის, ხანგრძლივ ყინვას და მთავრობის […]

პუტინის კარატე უკრაინის წინააღმდეგ

Posted November 29th, 2013 at 12:12 pm (UTC-5)
Leave a comment

პუტინი უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად პოლიტიკური კარატეს ილეთს იყენებს   გერმანიის კანცლერმა, ოტო ფონ ბისმარკმა, რუსული კავალერიის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ ის „ცხენის შეკაზმვაში ნელია, მაგრამ ჯირითში – სწრაფი“. რა მოხდა უკრაინის შემთხვევაში: კრემლის კავალერიამ წინა კვირაში უკრაინას დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, ევროკავშირი უდიდესი დამარცხების წინაშე დატოვა და ცივი ომის პერიოდის შემდეგ პირველი ყველაზე დიდი […]

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.