Showing Archived Posts

უკრაინის სათანადოდ ვერშეფასებას არ გირჩევთ

Posted February 11th, 2014 at 1:49 pm (UTC-5)
Leave a comment

საბჭოთა არმიამ 40-იანი წლების ბოლოს, უკრაინელ ამბოხებულებთან გამართულ ბრძოლებში, ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე 80-იან წლებში ავღანეთის ოკუპაციის პერიოდში. ბევრისთვის ეს ნაკლებად ცნობილი ამბავია, რომელსაც საბჭოთა ცენზურა დიდი ხნის მანძილზე მალავდა. თუმცა, ეს გარემოება ალბათ  დაგვეხმარება იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ დგანან უკრაინელები ისევ ქუჩაში, ასე  მტკიცედ. არად აგდებენ უმკაცრეს, გაუსაძლის, ხანგრძლივ ყინვას და მთავრობის […]

პუტინის კარატე უკრაინის წინააღმდეგ

Posted November 29th, 2013 at 12:12 pm (UTC-5)
Leave a comment

პუტინი უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად პოლიტიკური კარატეს ილეთს იყენებს   გერმანიის კანცლერმა, ოტო ფონ ბისმარკმა, რუსული კავალერიის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ ის „ცხენის შეკაზმვაში ნელია, მაგრამ ჯირითში – სწრაფი“. რა მოხდა უკრაინის შემთხვევაში: კრემლის კავალერიამ წინა კვირაში უკრაინას დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, ევროკავშირი უდიდესი დამარცხების წინაშე დატოვა და ცივი ომის პერიოდის შემდეგ პირველი ყველაზე დიდი […]

სნოუდენი და რუსული ბედის ირონია

Posted November 12th, 2013 at 11:57 am (UTC-5)
Leave a comment

მსოფლიო მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსენებული ადამიანი მოსკოვში კვლავ უჩინრად გადაადგილდება. რა ბედი ეწია შეერთებული შტატების მიერ ძებნილად გამოცხადებულ ედუარდ სნოუდენს, რომელსაც რუსეთმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა? ედუარდ სნოუდენი თითქმის 6 თვეა რუსეთში იმყოფება. მთელი ამ ხნის მანძილზე ის პირისპირ არც ჟურნალისტებს შეხვედრია და არც სხვა საჯარო თავყრილობაზე გამოჩენილა. გარშემო მყოფებისთვის მხოლოდ 3 დახურული შეხვედრის შესახებ […]

რუსეთის მომავალი ცენტრალურ აზიაში: ჩინური სავაჭრო ცენტრის პოლიციელი?

Posted October 2nd, 2013 at 8:53 am (UTC-5)
Leave a comment

ათი წლის შემდეგ დღევანდელ სიტუაციას რომ გადმოვხედავთ, 2013 წლის სექტემბრის მოვლენებში, წამყვან თემად შესაძლოა სირიის საკითხებზე მოსკოვს და ვაშინგტონს შორის გამართული მატჩი არც დასახელდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩინეთის მიერ ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის და ნავთობის მასიური რაოდენობით დასაკუთრება. ვიდრე მთელი მსოფლიო სირიის თემით იყო დაკავებული, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთის ყოფილ იმპერიულ ეზოში […]

რუსეთის არჩევანი: ძალთა დაბალანსება თუ ჩინეთის კანადა?

Posted August 28th, 2013 at 10:17 am (UTC-5)
Leave a comment

კრემლს და თეთრ სახლს შორის ე.წ. გადატვირთვა დამთავრდა. მოსკოვისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რით შეიცვლება ის. ობამას მოსკოვში ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ისე ჩანს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინისთვის მეორე ვადაში დიდი დროს დათმობა აღარ უნდა. თეთრმა სახლმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეორე რანგს გადაულოცა. ამას ვაშინგტონში რუსეთის და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის […]

სნოუდენი – კრემლის პრიზი, თუ პასუხისმგებლობა?

Posted July 15th, 2013 at 1:08 pm (UTC-5)
Leave a comment

ვინ იცის, იქნებ სნოუდენის ამბავს „ჰეფიენდით“ დაგვირგვინება ელის? „ედუარდ, ცოლად არ მომიყვან?“ – მისწერა მარტოხელა ამერიკელ ძებნილს  ტვიტერზე ანა ჩაპმანმა, რუსმა ჯაშუშმა. თუმცა, შემდეგ ჟღალთმიანმა ლამაზმანმა იქვე მიაყოლა: „ენ-ეს-ეი (ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტო) ჩვენს შვილებს ხომ მიხედავს“? ლათინური ამერიკის ლიდერები, როგორც ჩამოვიდნენ საპრეზიდენტო თვითმფრინავებით, ისევე წავიდნენ. ედუარდ სნოუდენი კვლავ მოსკოვშია. კრემლისთვის პროპაგანდისთვის ხელში ჩაგდებული პრიზი […]

რატომ უღიმოდა პუტინი კერის?

Posted May 8th, 2013 at 12:11 pm (UTC-5)
Leave a comment

  როცა პუტინი იღიმება, ამას ყურადღება უნდა მიექცეს. რუსმა მეგობარმა ქალმა ერთხელ მითხრა, რომ ერთი რამ, რაც მოსწონს პრეზიდენტის ხასიათში, არის ის, რომ ის სახალხოდ არ იღიმის. 7 მაისს მთელი დღის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის სახის გამომეტყველებას უფრო ტუჩის ამრეზვას თუ დაარქმევდით. ამ მიმიკას (ზედა ტუჩის ცალ მხარეს აზიდვა) ის მაშინ იყენებს, როცა კარგ მეფეს თამაშობს, […]

რუსეთმა კვიპროსი წააგო

Posted March 31st, 2013 at 2:52 pm (UTC-5)
Leave a comment

რუსეთმა მნიშვნელოვანი დამარცხება განიცადა. და ეს ვერავინ შეამჩნია. მარცხი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ყურმილი აიღო და დილის 4 საათზე მოულოდნელად შავ ზღვაში 30 რუსული ხომალდის სამხედრო წვრთნა დანიშნა. მთავარი პოლიტიკური გათვლა ტელეეკრანების და მთელი მედიის წვრთნების იმიჯებით შევსება იყო. იდეალურ ვარიანტში ეს ხმელთაშუა ზღვაში განცდილი რეალური დამარცხებიდან შავი ზღვის სიმულირებულ-ჰეროიკულ წვრთნებზე ყურადღების გადატანა […]

ვაშინგტონი-კრემლი: რამდენად გვმართებს თავაზიანობა

Posted February 4th, 2013 at 4:26 pm (UTC-5)
Leave a comment

ერთ საღამოს, მოსკოვში, ჩემი ორი კოლეგა, ამერიკელი ჟურნალისტები კამათობდნენ თემაზე, ამერიკას უფრო სჭირდება დღეს რუსეთი, თუ რუსეთს – ამერიკა. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი მეგობრები ცოტა არაადეკვატურები იყვნენ. რეალობა ასეთია: მოსახლეობა: 25 წელიწადში 400 მილიონ ამერიკელზე 133 მილიონი რუსი იქნება ეკონომიკა: ამერიკის ეკონომიკა რუსეთისას 8-ჯერ აღემატება არმია: შეერთებული შტატების და რუსეთის შეფარდება […]

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.