იმგვარი ფაქტების, შემთხვევების მოულოდნელი გამოჩენა, რომლებიც თავისი შინაარსით ოპტიმიზმს აღვივებს და ადამიანს იმედებით ავსებს, იშვიათია, მაგრამ არა არარსებული. ეს დაახლოებით იმგვარი გრძნობაა, გიორგი ლეონიძეს ნასახლარზე ამოსული ბროწეულის მიმართ რომ უჩნდება. როდესაც არ იცი საიდან, როგორ, მაგრამ სრულიად მოულოდნელ ადგილას სილამაზე ხელახლა, კანონზომიერების გასაიდუმლოებული რესურსით იბადება და ადამიანებს აოგნებს. ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა […]