ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას, ვაშინგტონიდან ნიუ-ირკში ახლად ჩასულმა, ბრაიტონისაკენ ავიღე გეზი. იმ დღეს გადაწყვეტილი მქონდა ახლობლების მონახულება, ქართული პროდუქტის შეძენა და მანჰეტენზე მალევე დაბრუნება.
ბროდვეიდან მეტროთი დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ბრაიტონ ბიჩის სადგურს მივადექი. მატარებლის ვაგონიდან ზანტად გამოვედი და ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის შემორჩენილ „რეალობაში“ თავდავიწყებას მივეცი….
ბრაიტონ ბიჩი, ბრუკლინის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, „პატარა ოდესას“ სახელწოდებითაა ცბობილი; ამ ადგილას, დახლოებით 150,000 საბჭოთა ემიგრანტი, უმეტესად ოდესიდან, 70-იანი წლებიდან იწყებს დასახლებას.
აქ ინგლისურის ცოდნა სავსებით არ გჭირდება… რუსული, ქართული, სომხური და უზბეკური ენები ისე ენაცვლება ერთმანეთს, როგორც ერთ დროს, წითელ მოედანზე, მავზოლეუმის წინ, ვალიდემერ ილიჩის ნეშტის ყარაულში მდგომი საბჭოთა ჯარისკაცის პატრული.
ბრაიტონ ბიჩი თავისი წესებით ცხოვრობს… რას არ ნახავს აქ ადამიანი: რუსული ალადებიდან დაწყებული, სომხური სუჯუხით, ქართული ლავაშით, ტყემლით, ხინკლით, ბორჯომითა თუ გუდის ყველით დამთავრებული. ჰო, მართლა, თუ გულდასმით მოათვალიერებთ სასურსათო მაღაზიის დახლებზე მარტყოფელი ძია მიშას შემწვარ გოჭსაც და აბაშის სულგუნსაც წააწყდებით.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი სოკოებივით მომრავლებულ რუსულ აფთიაქებში, ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და ნებისმიერი დასახელებსი მედიკამენეტს შიეძენთ; პრეისკურანტი ასეთია: ვალიდოლი – USD 0.99, ანალგინი – USD 1.50, იოდი – USD 1.00, მწვანე ბრილიანტი – USD 1.00, კატაბალახას ნაყენი – USD 2.50, კორვალოლი – USD 2.50, ნოშპა – USD 8.99 და ასე შემდეგ…
ქუჩაში, სიგარეტის კვამლის გვირაბში მიმავალს, სპირტიანი სასმელის ბოთლები ფეხ-ქვეშ ისე მედება, როგორც გოლფის ბურთი…. წამიერად ფიქრებში ჩაფლულს მაიაკოვსკის ლექსიდან შემდეგი ფრაზა მახსენდება – „ვამბობთ ლენინი და ვგულისხმობთ მუდამ პარტიას, ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ვლადიმერ ლენინს,“ რომელსაც პაექრობას შუფუტინსკის სიმღერის ხმა უწევს: „ლუბა, ლუბანკა, ცილუიუ ტიბია ვგუბანკი, ზა ტო ჩტო ტი პაიოშ კაკ სალავეი, სევოდნია ტი ნა ბრაიტონე სიაეშ აზავტრა მოჟნა ვიდიშ ნა ბროდვეი…. “
ამ ყველაფრის შემხედვარე ძნელია წარმოიდგინო რომ ამერიკაში ხარ… მაღაზია „რუსკაია კუხნიაში,“ შესულმა გადავწყვიტე 200 გრამი „სალათ სტალიჩნაია“ მეყიდა. დახლებს შორის არსებული საშინელი სივოწროვისა და მყიდველთა უაზრო სიარულის გამო მოულოდნელად პლსატმასის კონტეინერში ჩადებული მაიონეზიანი სალათი იატაკზე გადამივარდა და ისე გაიფანტა როგორც რუსული შეშის ღუმელიდან გამდოვარდნილი ნაკვერჩხალი. სხვა რა გზა მქონდა, იატაკი მოვწმინდე და ნაგავს სათანადო ადგილიც მივუჩინე; ის-ის იყო მაღაზიიდან გამოსვლას ვაპირებდი წინსაფარაფარებული გამყიდველი ქალი ისე
გამომენთო როგორც ერთ დროს მეფის სასახლეზე თავდასახმელად წამოსული „წითლების“ ლაშქარი.
„-ა კტო ბუდიტ ზა ეტოტ პლოტიტ?
-ზა ჩტო, ზა მუსარ? – ვკითხე წარბაწეულმა
– და ზა მუსარ; ტი დოლჯნა ზნატ ჩტო სდეს ი ზა მუსარ პლოტიატ ტოჯე…“
რა თქმა უნდა ჩემმა ქართულმა სიხისტემ და თავმყოყვარეობამ მაინც თავისი გაიტანა და დიდი გარჩევ-გამორჩევის მერე ფული მაინც არ გადავიხადე…
იქვე შორიახლოს წიგნის მაღაზიას მოვკარი თვალი და გულის გადაყოლების მიზნით გეზი მისკენ ავიღე და ვაი რომ სულ ტყუილა-უბრალოდ; ლენინის ტომეულებისა და სოციალიზმის თეორიაზე შედგენილ გამოცემებს დახლები ისე დამეძიმებინათ როგორც საბჭოთა ბანაკებს ყამირის მიწები….
„არა ეს ამერიკა არ არის ჩემთვის ჩავილაპარაკე,“ და ჩემს ქართულ ნათქვმას პასუხიც იმავე ენაზე მოჰყვა…
„-აბა აქამდე გეგონა რომ შენ ამერიკაში იყავი?!“
_ „მე თბილისში დაბადებულ-გაზრდილი სომეხი საპოჟნიკი სირგო ვარ, და აი ახლა ხომ ხედავ ამათი გრუზჩიკი გავხდი… ჩემს იქ ნასწავლ საპოჟნიკობას არ ენდობიან და მეუბნებიან აქ თუ გინდა იგივე აკეთო წადი ლიცენზია თუ რაღაც ქაღალდი მოიტანეო… ვერ გავაგებინე რომ მე ეგ არ მჭირდება-მეთქი… აფუსუს, ვინ ვის ასწავლის ჭკუას? გორბაჩოვს მიეცა ჩვენი ცოდვა საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის, რას გვერჩოდა, ჰა…“
არ ცხრებოდა ძია „სირგო,“ როდესაც უეცრად მობილურმა დაურეკა… ჯიბიდან „აიფოუნის“ ბოლო მოდელის აპარატი ამოიღო და ისე უპასუხა – „ჰელოუ“ გეგონებოდა კრემლის ყრილობაზე დასაპატიჟებლად ურეკავდნენ….
„-ხო სუსანა, გამოგიგზავნი 500 დოლარს და ქოუჩის სათვალესაც… კარგი აბა.. მერსი, ცავატანე…“ სწრაფად მოახსენა ძია სერგომ ცოლს ინფორმაცია და უმალვე გათიშა მობილური…
კონტრსატებისაგან გადაღლილმა გადავწყვიტე ტერიტორიას დაუყონებლივ გავცლოდი, როდესაც უეცრად, შავ ლეგინგებში გამოწყობილ, ბოლო მოდაზე ჩაცმულ საქართველოში, ჩემს მეზობელად, მაცხოვრებელ ციალას მოვკარი თვალი…. „მალბორო ლაითის“ ღერის გაბოლებით ისე თავისუფლად მიარხევდა თეძოებს ჭიათურელი ციალა, რომ ალბათ თავის დროზე, თავად, ჯულია რობერტსაც გაუჭირდებოდა ფილმ „ლამაზმანში“ ანალოგიური მოქმედების შესრულება…
ერთი სიტყვით, იმ დღეს, რაც ჩაფიქრებული მქონდა ვერაფერიც ვერ გავაკეთე, სამაგიეროდ, მანჰეტენზე უკან დაბრუნებულმა კარგ ხასიათზე დასადგომად „სტარბაკის კოფიში“ გადავწვიტე ცოტა ხნით შეყოვნება და ცივი კარამელ ფრაფუჩინოს დაჭაშნიკებით თავი რომ მართლაც რომ ბედნიერი ვიგრძენი.
One response to “საბჭოეთიდან – აიფოუნამდე”
Qalbatono rusudan,didi xania tval yurs vadevneb tqvens jurnalistur shemoqmedebas romelmac,araertxel moaxdina chemze rogorc mkitxvelze dadebiti shtabechdileba.zalian didi madloba am axali informaciisatviis