ამ რამდენიმე დღის წინ რედაქციაში მისულს ჩემი კოლეგის მაია ქვარცხავას სინანულით მონათხრობმა, ამერიკის საფოსტო სისტემაში
უმუშევრობის დაწყების თაობაზე, ცოტა არ იყოს მეც საგრძნობლად ჩამაფიქრა…
მოულოდნელად ჩანთაში ჩავიხედე და გასაგზავნ კონვერტს მოვკარი თვალი… სამსახურთან, შორიახლოს მდებარე ფოსტის შენობისაკენ, მეც დინჯად გავეშურე და თან ამერიკული ფოსტის ბედ-იღბლით შეწუხებულმა გამოსავლის ძებნა დავიწყე:
ამერიკაში საფოსტო სისტემის ისტორია სათავეს 1775 წლიდან იღებს; მოგვიანებით, 1975 წელს ფოსტა ფედერალური სააგენტო ხდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაწილობრივ ფინანსდება.თუმცა დღეს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკული ფოსტაგაკოტრების პირასაა. 10 მილიარდი დოლარის დანაკარგი, სასაწორკვეთილებაში მყოფითანამშრომლები და ფოსტაში არსებული კრიზის აღმოსაფხვრელად, ფოსტის
გენერალური ხელმძღვანელის პატრიკ დონაჰიუს სენატში გაკეთებული განცახდება,
უიმედობის ნაპერწკალს უფრო აღვივივებს. თუმცა, შემცირება პრობლემას არ ხსნის, არამედ პირიქით, ახალ თავსატეხს აჩენს; სრულ განაკვეთზე მომუშავე დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ფოსტის თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა, მათთვის, ხანგრძლივი დროით, უმუშევრობის დახმარების დანიშვნას ითვალისწინებს, რაც ასევე დიდი
ფინანსებთანაა დაკავშირებული. ერთი სიტყვით, „ვაის გავეყარე“ და „უის შევეყარეო,“ ისეა ახლა ამერიკული ფოსტა-ტელეგრაფისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საქმე.
ხუმრობა იქით იყოს და მე მართლაც რომ მაწუხებს ჩემი საყვარელი მაღაზიების – „ნორდსტორმის“, „ბლუმინგდეილის,“ „მეისისა“ და „ვიქტორია სიკრიტის“ მიერ გამოგზავნილი კატალოგების ბედი იმ შემთხვევაში თუ ფოსტა შეზღუდულ სამუშაო განრიგზე გადავა. ამიტომ, საკუთარი სიამოვნების შენარჩუნების მიზნით, ფოსტის კრიზისიდან გამოსავლის გეგმაზე დავიწყე მუშაობა და აი, ისიც, რამდენიმე მოკრძალებული რჩევა;
გააუმჯობესეთ საფოსტო მარკის დიზაინი, მიანიჭეთ მას მომგებიანი ლატარეის ფუნქცია და პარალელურად გაათამაშეთ პრიზები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ 44 ცენტიანი მარკა 46 ცენტად გაყიდოთ.
საფოსტო ამანათის მიმღებ მომხმარებელს, მომსახურების გაწევის მიზნით, მცირედი მაგრამ ფიქსირებული გადასახადი დაუწესეთ და თუ რამდენი, ეს უკვე ეკონომისთტთა მარიფათისათვის მიმინდვია.
რაც შეიძლება გააფართოვეთ საზოგადოებრივი კავშირები
და გააუმჯობესეთ სარეკლამო საქმიანობა.
შემოიღეთ მოხალისეთა სისტემა, რომელშიც კოლეჯის სტუდენტებს არა მარტო ზაფხულის არდადეგებზე დაასაქმებთ, არამედ წლის განმვავლობაში – პერმანენტულად. ამით კი სტუდენტებს, სწავლის საფასურის გადახდაში, შეღავათების შესაძლებლობა ექნებათ.
ფონდების მოძიების მიზნით, მოაწყვეთ საქველმოქმედო
კონცერტები, ქუჩის შოუები, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით და შექმენით ლოზუნგები: „ჩემს გვერდით ჩემი ფოსტაა…“ „მე მიყვარს ჩემი ფოსტა…“ „ერთად გადავარჩინოთ ამერიკული ფოსტა…“
სულ ეს არის. რამდენად გასათვალისწინებელია ქართული რჩევის ნუსხა არ ვიცი, ეს
მკითხველისათვის მიმინდვია…
ერთი კი ცხადია, ცნობილი გამონათქვამის თანახმად „როცა ვერ ცვლი რეალობას, შეცვალე
დამოკიდებულება;“ ასე რომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამას.