Showing Archived Posts

გმადლობთ, რომ არსებობთ!

Posted November 21st, 2011 at 10:21 pm (UTC+4)
4 comments

-„ციბა, ციბა, ციბა, აქეთ, აქეთ, თქვე მართლა ინდაურებო,“ –  ეძახდა მარტყოფელი ლამზირა საჭმელად გამზადებულ ინდაურებს და თან აყოლებდა: -„  მარტო ხალხი კი არა,  ფრინველებიც განსხვავდება აქ.. აბა,  ქართული ინდაური ასე მოიქცოდა, როგორც ახლა ესენი იქცევიან?…. მსგავს შეფასებას მრავლად გაიგონებთ ფილადელფიის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც აქ „ამერიკულ მარტყოფადაა“ ცნობილი. ამ ტერიტორიაზე 15 წლის წინ მარტყოფიდან ჩამოსულმა […]

ვისია, ვისი ქალი ლამაზი? ანუ როგორ შეიძლება ამერიკის ცის ქვეშ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება

Posted November 16th, 2011 at 8:22 pm (UTC+4)
3 comments

მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე თანხმობა განაცხადა, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ქართულმა და რუსულმა განყოფილებებმა დამოყვრება გადაწყვიტეს… საქართველოს ისტორიაში მრვალადაა შემორჩენილი ქართულ-რუსული ცოლ-ქმრული თანაცხოვრების მაგალითები; აი რამდენიმე მათგანიც, თამარ მეფე და იური ბოგოლიუბსკი, აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია, ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე, რომელზეც მოგვიანებით ქართული სილამაზით გულასუყებული ბატონიშვილი, არც აციებს და […]

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.