-„ციბა, ციბა, ციბა, აქეთ, აქეთ, თქვე მართლა ინდაურებო,“ – ეძახდა მარტყოფელი ლამზირა საჭმელად გამზადებულ ინდაურებს და თან აყოლებდა: -„ მარტო ხალხი კი არა, ფრინველებიც განსხვავდება აქ.. აბა, ქართული ინდაური ასე მოიქცოდა, როგორც ახლა ესენი იქცევიან?….
მსგავს შეფასებას მრავლად გაიგონებთ ფილადელფიის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც აქ „ამერიკულ მარტყოფადაა“ ცნობილი.
ამ ტერიტორიაზე 15 წლის წინ მარტყოფიდან ჩამოსულმა ერთმა გოგიას ოჯახმა (ამჟამად უკვე „ჯორჯი“) ნელ-ნელა იმდენი ქნა რომ დაახლოებით 130 მარტყოფელს ამერიკისაკენ გაუკვალა გზა. სწორედ ამიტომ, ეძახიან აღნიშნულ ადგილს „ამერიკულ მარტყოფს…“
მოკლედ, რაღა ამერიკელი ინდიელები და რაღა ჩვენი თანამემამულე მარტყოფელები ფილადელფიის მიწაზე…
ჩემი მასპინძელი ლამზირა, აქაურებისათვის უკვე სახელშეცვლილი „ლიზი,“ ოჯახურ მეურნეობას ეწევა: ძროხა, ღორი, ქათამი და ინდაური, უხვად ჰყავს მას.
ახლა ათმაგი დატვირთვა აქვს „ლამზირა-ლიზის,“ რადგან მოახლოებული მადლიერების დღისათვის, აქაურმა ქართველებმა შინაურ ინდაურებზე შეკვეთა მისცეს. „ლამზირა-ლიზიც“ ენერგიას არ ხარჯავს და 10 ინდაურს გასაყიდად ამზადებს.
-„კაი ცხოვრება ყველას უხდება… კომფორტში მყავს ჩემი ინდაურები… რაც ამათ საჭმელი და პატრონობა აქვთ, იმდენი ჩვენს ხალხს არ ააქვს საქართველოში,“ –აბმობდა „ლამზირა-ლიზი,“ რომლის ერთი ინდაურის ღირებულება, ჩვეულებრივი ამერიკული სუპერმაკეტისაგან განსხვავებით, 80-დან 100 დოლარამდე მერყეობს:
–„ეს ორგანიკია, ნატურალური და მიტომ ვყიდი ამ ფასად… თანაც ქართულად ვუვლი…“- ამიხსნა ჩემმა მასპინძელმა.
შორიახლოს, ეზოში, პატარა თონესაც მოვკარი თვალი, რომელშიც შამფურზე წამოცმული ინდაური შესაწვავად ისე ჩააყუდეს, როგორც ამერიკელი კოვბოის მიერ ცხენს ამოდებული ლაგამი…
-„უჰ, უჰ, რა სუნი იქნება ამ ხუთშაბათს, მთელი ამერიკა შემწვარი ინდაურის ბოლში გაეხვევა- “ არ ცხრებოდა მაპსინძელი….
დიახ, მართალი ხარ ჩემო „ლამზირა-ლიზი,“ 24 ნოემბერს ამერიკა ხომ მადლიერების დღეს აღნიშნავს. ინდაური კი ამ დღის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ხუთშაბათს, მთელს ამერიკაში უამრავი ინდაურის გაყიდვას ვარაუდობენ. სტატისტიკური მონაცემებით 2003 წელს, 269 მილიონი გაზრდილი ინდაურიდან 1.6 მილიონი ინდაური მადლიერების დღისათვის დაიკლა.
ყოველი ნომებრის ბოლო კვირის ხუთშაბათს ამერიკის გრანდიოზული სავაჭრო ცენტრები მყიდველთა უდიდეს ტალღას ელოდება. „შავ პარასკევად“ წოდებული მადლიერების მეორე დღეს მაღაზიებში ისეთი ამბავია ხოლმე რომ დედა-შვილს არ აიყვანს ხელში… სხვადასხვა საქონელზე გამოცხადებული ზღაპრული ფასდაკლების მორევში თავით გადაშვებული ამერიკელები სახლში ცენტების ამარა და დანოლებული საკრედიტო ბარათებით ბრუნდებიან.
თუმცა, ინდაურის თეთრი ხორცით მადა დაოკებული და ჯიბე დაცარიელებული ამერიკელები უმთავრეს მაინც არ ივიწყებენ და ყველას და ყველაფრის მიმართ მადლიერებას მაინც გამოხატავენ:
Thank you very much for food – გმადლობთ საკვებისათვის…
Thank you for being with me – გმადლობთ ჩემთან ყოფნისთვის…
Thanks for love and support – გამდლობთ სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის… ასეთია იმ დღის სასაუბრო ლექსიკონი… ისე ამ „მადლობა,“ „მადლობა“ ძახილში „ოთარაანთ ქვრივიც“ გამახსენდა თავისი ტკბილ-მწარე პირდაპირობით: — „მადლობა!… შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს… დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!… კარგია – მუქთაა თორემ მაგასაც ხომ არ იშოვიდი, რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!… ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე….“
ისე მართლა, ნეტა ფასიანი რომ ყოფილიყო მადლობის თქმა, საინტერესოა რამდენჯერ იტყოდნენ დღეში ამას ამერიკელები და რამდენად შეავსებდა მორყეული ყავარჯნების მსგავს ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტს მისგან შემოსული თანხა?! – პასუხს მკითხველისაგან ველი.
მანამდე კი სანამ დრო მაქვს და ჯერ კიდევ უფასოა, მინდა ყველას, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის თანამშრომლებსა და განსაკუთრებით ჩემს მკითხველს საქვეყნოდ გითხრათ: – გმადლობთ, რომ არსებობთ, გმადლობთ, რომ ცხოვრებას მიხალისებთ!!!!
4 responses to “გმადლობთ, რომ არსებობთ!”
madloba sheni arsebobistvis upals, nichiero adamiano. sakartvelo zalian bevrs elis shengan…..
daglocos gmertma shens lamaz ojax
tan ertad. didi pativiscemit…universitetidan
martlac, madloba rom arsebob!!!
unichieresi pirovneba xar,
upalma daglocos,
xvalindeli dgismadli shegetsios chemo kargoo, Gilocav Giorgobis brckinvale dgesascauls!!!!
CHemo ucnobo, saocrad ganatlrbulo,nichierad moazrovne adamiano;zusti xedva gaqvs da agqmis unari>sasiamovno iumori , mshvidi xma romelic,ara erti gzis gvamcnobs imformaciebs amerikashi mcxovreb carmatebul qartvelebze radios meshveobit rac ,dzalian maxarebs..chemo kargo shen !(mapatie shenobit rom mogmartav )shvilis toli xar da tavs ufleba miveci shenobit momemarta.isic minda gitxra momnusxa shenma sainteresod gaazrebulma ,damaintrigebelma,emociurma,tbilma ,mdzivebivit tanmimdevrulad akindzulma sitkvata konam arachveulebriv blogze dadebul tvitoeul temashi romelic shen sheqmeni chemo rusudan ..minda visargeblo dgevandeli “MADLIEREBIS” dgit da madloba mogixado rom.aseti nichieri axalgazrda shemomqmedi kavs ara marto amerikis xmas aramed saqartvelos da bednieria mshobeli sheni vinac aggzarda ..madloba! gilocav giorgobis brckinvale dgesascauls ufalma mogcet energia,motmena da carmateba,,
cminda giorgis madli gparavdes da shegecios shens kmar -shviltan ertad…..kalams xeli ar gaushva da ar sheckvito cera…… jer kidev studentobisas vxedavdi shenshi did nichs……geperebi da gisurveb carmatebebs…….maxsendeba is periodi 3-e kursis studentma jurnalistikis pakultetis, rogor daicavi sakurso tema inglisuri enis katedris cevrebis da studentebis cinasne , mashin bevrs gexveca katedris gamge da dekanic gadmosulikavi chvens pakultetze ,magram shen kategoriuli uari ganacxade, tumc amas xeli ar sheushlia shentvis enis srulkopashi…..carmatebebi da cermatebebi gkondes sul……