Showing Archived Posts

მარტის თვეა ჩემი…

Posted February 29th, 2012 at 9:49 pm (UTC+4)
3 comments

ისევ მოვიდა, ცას ვერცხლისფერის ნაცვლად ლურჯი შერევია, მზეს ძალა მოემატა, მიწაც გათბა… გაზაფხულდა, ამარტდა, დღეს უკვე მარტია! … უცხოეთის ცის ქვეშ გაზაფხულსაც სხვა ფერი, სურნელი და გემო აქვს… გარშემო მხოლოდ შეცვლილი დეკორაცია და გაფანტული ფრაგმენტებია… ახლა სწორედ ამ ფრაგმენტების შეკოწიწებას ვცდილობ…ფრაგმენტი #1 ბავშვობაში, სკოლიდან ბებოს გამოვყავდი ხოლმე. ტროტუარზე ჩამწკრივებული მარადმწვანე ბუჩქები ჩემი შეუცვლელი გამცილებელი იყო. […]

არ გემშვიდობები, უბრალოდ – დროებით!

Posted February 21st, 2012 at 6:03 am (UTC+4)
1 comment

არ მეგონა თუ მასზე ვიტირებდი… საერთოდ მსახიობისა თუ მომღერლის მოწონებას, ფანატიკურ თავდავიწყებამდე არასდროს მივუყვანივარ; ამჯერად სულ სხვანაირად მოხდა. უიტნი ჰიუსტონის სიკვდილმა ამ ერთი კვრის განმავლობაში მრავალჯერ ამატირა. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი და ვითრგუნები, რადგან მისი ენერგია, ნიჭი და ზებუნებრივი ხმის ტემბრი არ მემეტება მარადისობაში უდროოდ გადასასვლელად. „საკუთარი თავის ყველაზე დიდი ეშმაკი მე ვარ-“ ეს მაშინ […]

სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე

Posted February 13th, 2012 at 8:18 pm (UTC+4)
2 comments

არ გეგონოთ წინასაარჩევნო ქრონიკის მიმოხილვას ვიწყებდე ანდა მოახლოებული ოსკარის ცერემონიისათვის მავანთათვის სათანადო ყურადღებას ვითხოვდე; ამჯერად, უბარლოდ, ჩემი ტეხასური თავგადასავლის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინი მსოფლიოს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქადაა ცნობილი. უკიდეგანოდ გადაშლილ ქალაქს თიხისფრად შეფერილი მიწა თავისებურ ელ-ფერს მატებს. მდიდრულ დასახლებაში რანჩოების დაუსრულებელი კოლონა მოჩანს. ოსტინში გატარებული 5 დღე იმ დაუვიწყარ სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება, […]

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.