არ გეგონოთ წინასაარჩევნო ქრონიკის მიმოხილვას ვიწყებდე ანდა მოახლოებული ოსკარის ცერემონიისათვის მავანთათვის სათანადო ყურადღებას ვითხოვდე; ამჯერად, უბარლოდ, ჩემი ტეხასური თავგადასავლის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინი მსოფლიოს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქადაა ცნობილი. უკიდეგანოდ გადაშლილ ქალაქს თიხისფრად შეფერილი მიწა თავისებურ ელ-ფერს მატებს. მდიდრულ დასახლებაში რანჩოების დაუსრულებელი კოლონა მოჩანს. ოსტინში გატარებული 5 დღე იმ დაუვიწყარ სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება, […]
ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი…
არ მეგონა ეს სიმღერა თუ აქ, შუაგულ ამერიკაშიც, გამახსენდებოდა… მაგრამ როცა ჩემმა რედაქტორმა, ამერიკის ისტორიული ძეგლების შესახებ მასალის მომზადება დამავალა, ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა…. ვიცი, ამ ჩემს თავისუფალ ასოციაციას, შესაძლოა, ოპონენტთა დამახასიათებელი „შექებაც“ მოჰყვეს; თუმცა, აბა, ისეთი ნათქვამი ან დაწერილი რად მინდა, რასაც რექაცია არ მოჰყვება… მაშ ასე, ნება მიბოძეთ, აზრის გამოსახატავად თავისუფალ დროსა და სივრცეში რამდენიმე […]
ერთხელ ამერიკაში
მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების […]