არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ… ქართველკაცს რომ მიტინგებით ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ […]
„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს
ქართული რჩევები ამერიკულ ფოსტა-ტელეგრაფს
ამ რამდენიმე დღის წინ რედაქციაში მისულს ჩემი კოლეგის მაია ქვარცხავას სინანულით მონათხრობმა, ამერიკის საფოსტო სისტემაში უმუშევრობის დაწყების თაობაზე, ცოტა არ იყოს მეც საგრძნობლად ჩამაფიქრა… მოულოდნელად ჩანთაში ჩავიხედე და გასაგზავნ კონვერტს მოვკარი თვალი… სამსახურთან, შორიახლოს მდებარე ფოსტის შენობისაკენ, მეც დინჯად გავეშურე და თან ამერიკული ფოსტის ბედ-იღბლით შეწუხებულმა გამოსავლის ძებნა დავიწყე: ამერიკაში საფოსტო სისტემის ისტორია სათავეს 1775 […]
საბჭოეთიდან – აიფოუნამდე
ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას, ვაშინგტონიდან ნიუ-ირკში ახლად ჩასულმა, ბრაიტონისაკენ ავიღე გეზი. იმ დღეს გადაწყვეტილი მქონდა ახლობლების მონახულება, ქართული პროდუქტის შეძენა და მანჰეტენზე მალევე დაბრუნება. ბროდვეიდან მეტროთი დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ბრაიტონ ბიჩის სადგურს მივადექი. მატარებლის ვაგონიდან ზანტად გამოვედი და ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის შემორჩენილ „რეალობაში“ თავდავიწყებას მივეცი…. ბრაიტონ ბიჩი, ბრუკლინის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, […]