შობა-ახალიწლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ამერიკელები არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს ზოგავენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ ქუჩებსა თუ შენობებს ზღაპრულ სამყაროში შევყავართ. განსაკუთრებით თვალწარმტაცი კი ნაძვის ხეზე ფერად-ფერადი სანთლების ნაირსახეობა წარმოადგენს… სწორედ ამ სილამაზის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ამერიკაში საახალწლო ნაძვის ხის სანთლების გამომგონებელი ჩემი წინაპარი, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლ კობახიძე […]
მშვიდობით, ფაილინ!
ამერიკაში, თავის დროზე, „ფაილინს ბეიზმენტი“ (Filene’s Basement) ერთ-ერთ პირველ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ხელსაყრელ ფასებში საუკეთესო დასახლების ბრენდებს შეიძენდით. პირადად მე, “ფაილინს ბეიზმენტში“ იტალიური პროდუქციის – „დოლჩე და გაბანას,“ „ვერსაჩეს,“ „ვალენტინოს“ უამრავი დასახელების ნივთი საკმაოდ დაბალ ფასში მაქვს ნაყიდი. „ფაილინს ბეიზმენტის“ ისტორია საფუძველს 1881 წლიდან იღებს, როდესაც პრუსიიდან, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში ჩამოსულმა ებრაელმა ემიგრანტმა […]
„ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“
თავის დროზე, საქართველოში, სიტყვა „ბრენდინგის“ მნიშვნელობას ვერა და ვერ ვხვდებოდი თუ რა კონტექსტში ხმარობდნენ ჩემი ე.წ. „მწიგნობარი“ კოლეგა – თანამემამულენი. ეს კიდევ არაფერია, ჩემმა გაოცებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ასეთი საგნის დასახელებას წავაწყდი: – „ქართული ბრენდინგის საფუძვლები.“ მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ბრენდინგის დანიშნულებისა და მისი საჭიროების გარკვევა […]
„ჩემი ერთი კვირა მერლინთან“
ეს ფილმის სათაურია და არა რეალობა, თუმცა ზოგიერთისთვის, ალბათ, შეიძლება ნატვრაც იყოს, რომლის ახდენა, ამჯერად მხოლოდ ბრიტანელმა რეჟისორმა საიმონ კერტისმა შეძლო. კოლინ კლარკის მიერ მერლინ მონროზე დაწერილი მემუარების მეშვეობით, მან, ფილმში იმ გოგონას ცხოვრება ასახა, რომელიც დღემდე სილამაზისა და სიყვარულის უბადლო სიმბოლოდ ითვლება. მიუხედავა იმისა რომ მერლინის სიკვდილიდან 50 წელი გავიდა, ამ ქალის ცხოვრება კვლავ […]