მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების […]
ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring” („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ. უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, […]
„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს
არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ… ქართველკაცს რომ მიტინგებით ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ […]