რატომ აღარ ითვლება ამერიკა ავტომანქანების მწარმოებელ ქვეყნად და რატომ აღარ სურთ ახალგაზრდებს საჭესთან ჯდომა? ამ კითხვების გასარკვევად საკმაო შრომა გავწიე. თუმცა არ ვიცი პასუხი რამდენად დაგაკმაყოფილებთ. თავდაპირველად აღმოვაჩინე რომ ამერიკული ავტომობილების შესახებ, უამრავი წიგნი დაწერილა და სპეციალური კვლევაც ჩატარებულა. ჟურნალ “თაიმსში” დაიბეჭდილი ანგარიშის თანახმად, ჩინელი და ინდოელი მომხმარებლები ყოველწიურად უფრო მეტ ახალ ავტომანქანას იძენენ ვიდრე […]
All posts by rtsereteli
სამოთხის ჰარმონია
ვულკანივით გადმოღვრილი ცეცხლოვანი ენერგია, სხეულის გამაოცებელი მოძრაობა და დამათრობელი ემოცია… საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ვნებიან სიყვარულს ცეკვით უხსნიან… სცენაზე შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევია… 20 წლის წინ, ცას ვარსკვლავი ალბათ, იმ ძალით მოწყდა, რომელმაც ეს წყვილი ამერიკამდე ჩამოიყვანა. თავიდან ყველაფერი ძნელად დაიწყო. ემიგრაციის დაუნდობელმა ყოფამ ბევრი გაჭირვება აჩვენა, მაგრამ დაბრკოლება ღირსეულად გადალახეს. “ბოლომდე დაიხარჯე, არ […]
აიფედი და აუტიზმი
სიმართლე გითხრათ ამერიკაში ჩამოსვლამდე აუტიზმის შესახებ არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით როცა შევიტყვე საოცრად ავღელდი. ამჯერად ამ დაავადების წარმოშობის გზებზე არ ვაპირებ გესაუბროთ, უბრალოდ ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ, თუმცა მანამდე სიტყვა აუტიზმის მნიშვნელობას სამედიცინო ლექსიკონის მოშველიებით მაინც განვმარტავ: აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბარული კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების […]
რა მასწავლა ემიგრაციამ
– დედა, ხომ მალე ჩამოხვალ? – კი, სანდრო, ძალიან მალე და წამოგიყვან აქეთ კიდეც … – არა, შემპირდი რომ ამ ზაფხულს ჩამოხვალ, ჩემს დაბადების დღეზე და დარჩები… ეს ნაწყვეტი, ჩემი და ჩემი 9 წლის შვილის სატელეფონო საუბრიდანაა… შეუცნობელია ის ძალა, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს არსებობას გვიადვილებს. სახეს მხოლოდ ცივი გამოხედვა შერჩენია… აქ, ყველაზე მეტად თვით […]
მარტის თვეა ჩემი…
ისევ მოვიდა, ცას ვერცხლისფერის ნაცვლად ლურჯი შერევია, მზეს ძალა მოემატა, მიწაც გათბა… გაზაფხულდა, ამარტდა, დღეს უკვე მარტია! … უცხოეთის ცის ქვეშ გაზაფხულსაც სხვა ფერი, სურნელი და გემო აქვს… გარშემო მხოლოდ შეცვლილი დეკორაცია და გაფანტული ფრაგმენტებია… ახლა სწორედ ამ ფრაგმენტების შეკოწიწებას ვცდილობ…ფრაგმენტი #1 ბავშვობაში, სკოლიდან ბებოს გამოვყავდი ხოლმე. ტროტუარზე ჩამწკრივებული მარადმწვანე ბუჩქები ჩემი შეუცვლელი გამცილებელი იყო. […]
არ გემშვიდობები, უბრალოდ – დროებით!
არ მეგონა თუ მასზე ვიტირებდი… საერთოდ მსახიობისა თუ მომღერლის მოწონებას, ფანატიკურ თავდავიწყებამდე არასდროს მივუყვანივარ; ამჯერად სულ სხვანაირად მოხდა. უიტნი ჰიუსტონის სიკვდილმა ამ ერთი კვრის განმავლობაში მრავალჯერ ამატირა. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი და ვითრგუნები, რადგან მისი ენერგია, ნიჭი და ზებუნებრივი ხმის ტემბრი არ მემეტება მარადისობაში უდროოდ გადასასვლელად. „საკუთარი თავის ყველაზე დიდი ეშმაკი მე ვარ-“ ეს მაშინ […]
სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე
არ გეგონოთ წინასაარჩევნო ქრონიკის მიმოხილვას ვიწყებდე ანდა მოახლოებული ოსკარის ცერემონიისათვის მავანთათვის სათანადო ყურადღებას ვითხოვდე; ამჯერად, უბარლოდ, ჩემი ტეხასური თავგადასავლის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინი მსოფლიოს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქადაა ცნობილი. უკიდეგანოდ გადაშლილ ქალაქს თიხისფრად შეფერილი მიწა თავისებურ ელ-ფერს მატებს. მდიდრულ დასახლებაში რანჩოების დაუსრულებელი კოლონა მოჩანს. ოსტინში გატარებული 5 დღე იმ დაუვიწყარ სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება, […]
მიწისქვეშა მუსიკა
“Yesterday all my troubles seemed so far away now it looks as though they’re here to stay, Oh I believe in yesterday…” “Hava nagila, Hava nagila, Hava nagila, Ve nismecha…” „I lose sleep just to daydream about you babyyyyy, I’m going crazy, crazy, crazy, just to think it about lately…..“ეს ნაწყვეტები იმ სიმღერებიდანაა, რომელსაც ნიუ-იორკის […]
ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი…
არ მეგონა ეს სიმღერა თუ აქ, შუაგულ ამერიკაშიც, გამახსენდებოდა… მაგრამ როცა ჩემმა რედაქტორმა, ამერიკის ისტორიული ძეგლების შესახებ მასალის მომზადება დამავალა, ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა…. ვიცი, ამ ჩემს თავისუფალ ასოციაციას, შესაძლოა, ოპონენტთა დამახასიათებელი „შექებაც“ მოჰყვეს; თუმცა, აბა, ისეთი ნათქვამი ან დაწერილი რად მინდა, რასაც რექაცია არ მოჰყვება… მაშ ასე, ნება მიბოძეთ, აზრის გამოსახატავად თავისუფალ დროსა და სივრცეში რამდენიმე […]
ერთხელ ამერიკაში
მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების […]