რატომ აღარ ითვლება ამერიკა ავტომანქანების მწარმოებელ ქვეყნად და რატომ აღარ სურთ ახალგაზრდებს საჭესთან ჯდომა? ამ კითხვების გასარკვევად საკმაო შრომა გავწიე. თუმცა არ ვიცი პასუხი რამდენად დაგაკმაყოფილებთ. თავდაპირველად აღმოვაჩინე რომ ამერიკული ავტომობილების შესახებ, უამრავი წიგნი დაწერილა და სპეციალური კვლევაც ჩატარებულა. ჟურნალ “თაიმსში” დაიბეჭდილი ანგარიშის თანახმად, ჩინელი და ინდოელი მომხმარებლები ყოველწიურად უფრო მეტ ახალ ავტომანქანას იძენენ ვიდრე […]
ამბროლაურიდან ნიუ-იორკამდე
შობა-ახალიწლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ამერიკელები არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს ზოგავენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ ქუჩებსა თუ შენობებს ზღაპრულ სამყაროში შევყავართ. განსაკუთრებით თვალწარმტაცი კი ნაძვის ხეზე ფერად-ფერადი სანთლების ნაირსახეობა წარმოადგენს… სწორედ ამ სილამაზის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ამერიკაში საახალწლო ნაძვის ხის სანთლების გამომგონებელი ჩემი წინაპარი, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლ კობახიძე […]
მშვიდობით, ფაილინ!
ამერიკაში, თავის დროზე, „ფაილინს ბეიზმენტი“ (Filene’s Basement) ერთ-ერთ პირველ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ხელსაყრელ ფასებში საუკეთესო დასახლების ბრენდებს შეიძენდით. პირადად მე, “ფაილინს ბეიზმენტში“ იტალიური პროდუქციის – „დოლჩე და გაბანას,“ „ვერსაჩეს,“ „ვალენტინოს“ უამრავი დასახელების ნივთი საკმაოდ დაბალ ფასში მაქვს ნაყიდი. „ფაილინს ბეიზმენტის“ ისტორია საფუძველს 1881 წლიდან იღებს, როდესაც პრუსიიდან, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში ჩამოსულმა ებრაელმა ემიგრანტმა […]
„ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“
თავის დროზე, საქართველოში, სიტყვა „ბრენდინგის“ მნიშვნელობას ვერა და ვერ ვხვდებოდი თუ რა კონტექსტში ხმარობდნენ ჩემი ე.წ. „მწიგნობარი“ კოლეგა – თანამემამულენი. ეს კიდევ არაფერია, ჩემმა გაოცებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ასეთი საგნის დასახელებას წავაწყდი: – „ქართული ბრენდინგის საფუძვლები.“ მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ბრენდინგის დანიშნულებისა და მისი საჭიროების გარკვევა […]
ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring” („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ. უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, […]
„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს
არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ… ქართველკაცს რომ მიტინგებით ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ […]