გრიპის საწინააღმდეგო აცრა

Posted October 14th, 2011 at 3:37 pm (UTC+0)
4 comments

ავიცრათ თუ არა გრიპზე? არის თუ არა ქართულ მოსახლეობაში არსებული ვაქცინაციის შიში საფუძვლიანი და რამდენად შეესაბამება ის რეალური რისკ-ფაქტორების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს? როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები და შესაძლო გართულებები? წლის რომელ დროს ჯობია აცრა და რა პირობებში? რა ასაკიდან ავცრათ ბავშვები?

ამ თემებზე სასაუბროდ ბლოგის შემდეგ სტუმარს CDC-დან, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან,  მოვიწვევთ.

ასე რომ, გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები. მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. ჩვენ შევეცდებით თითოეულ კითხვაზე კვალიფიციური პასუხი მოგაწოდოთ. ველით თქვენს გამოხმაურებას.

4 responses to “გრიპის საწინააღმდეგო აცრა”

  1. simon akhalaia says:

    გრიპის ვირუსი იმდენად სწრაფად იცვლის გენეტიკურ ინფორმაციას,ვერანაირი ტექნოლოგიით ვერ მოხერხდება,ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე,ადეკვატური ვაქცინის სინთეზი.ამჟამად გამოყენებადი ვაქცინების ეფექტურობა ფარდობითად თანაზომადია…და მაინც მათი გამოყენება რისკის ჯგუფებში(ბავშვები,მოხუცები,იმუნიტეტდაქვეითებული პაციენტები და ა,შ.) უალტერნატივოა ამ ეტაპზე.

  2. Meri Labuchidze says:

    Gamarjoba, tu sheidzleba dawvrilebiti informacia momwerot, ra gverditi movlena shenidzleba gamoiwvios gripis virusze vaqcinaciam, tu orsulobis albatobaa ?

  3. simon akhalaia says:

    გამარჯობათ.პირველ რიგში გთავაზობთ გრიპის ვაქცინის თანამედროვე ვაქცინებს:
    Флю-арикс (Бельгия);
    Ваксигрип (Франция);
    Бегривак (Германия).
    Инфлювак (Нидерланды),
    Агриппал S1 (Италия)
    , Гриппол (Россия; эффективность и безопасность данной вакцины для маленьких детей еще исследуется ).
    ორსულობის პირველ ტრიმესტრში გრიპის ვაქცინაცია უკუნაჩვენებია.თუმცა მეორე და მესამე ტრიმესტრში ვაქცინაცია საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში,განსაკუთრებით გრიპის ეპიდემიის დროს.
    იმ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა,რომლებიც ალერგიულია ქათმის კვერცხის მიმართ,ვაქცინაციას არ ექვემდებარება მოსალოდნელი ალერგიული რეაქციის გამო.ესენია–ალერგიული გამონაყარი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ქვინკეს შეშუპება,ანაფილაქსიური შოკი.ალერგიული რეაქციის ფონზე ასევე მაღალია სპონტანური აბორტის რისკი.ამ ეტაპზე ასევე კვლევის პროცესშია ნაყოფზე ტერატოგენული ზემოქმედებაც.
    იმ პაციენტებში,რომლებიც ალერგიული არ არიან ქათმის კვერცხის ცილაზე,მაგრამ ალერგიული არიან სხვა ალერგენებზე(ოთახის მტვერი,ყვავილის მტვერი,კატის ბეწვი,საკვები ემულგატორები,კვებითი საღებავები და ა.შ.)ვაქცინაცია კეთდება პოტენციური რისკის შეფასებით.

  4. mkay says:

    ქალბატონო მერი და ბატონო სიმონ. ბოდიშს გიხდით, შეკითხვების სიმცირის გამო ამ მასალის მომზადება დროებით შეჩერებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.