Showing Archived Posts

გილოცავთ ახალ, 4710 წელს?

Posted January 23rd, 2012 at 9:48 pm (UTC+0)
1 comment

ჩინური კალენდრით დღეს, 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება. უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად. წელს ჩინური კალენდრით დრაკონის […]

ჩურჩხელა “ემიგრანტული”

Posted January 11th, 2012 at 5:55 pm (UTC+0)
Leave a comment

„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“,  ჩემზეა ნათქვამი. ჩურჩხელის ამოსავლებად ამერიკაში კი არა, თბილისშიც არასოდეს მეცალა. ჰოდა ასეთ გამოსავალს მივაგენი: გამოვიგონე ძალიან მარტივად გასაკეთებელი ჩურჩხელა, რომელიც ჩემი ფეისბუქის მეგობრებს ძალიან მოეწონათ და რომელმაც შესაძლოა არამარტო ემიგრანტები, არამედ საქართველოში მცხოვრები გურმანებიც კი დააინტერესოს. როგორც აღმოჩნდა, ამის მსგავს მეთოდს ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი მხცოვანი ემიგრანტი, ჩვენი 90 წლის მეგობარი, […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.