„ქართული ხმების“ კვარტეტის მანქანა ვაშინგტონში საღამოს 6 საათისთვის შემოვიდა. შეერთებული შტატების დედაქალაქში დათო არჩვაძე, დათო კიკაბიძე, ზურა და გივი ბაკურაძეები იმ დღეს ექსკურსიაზე არ ჩამოსულან. ნიუ იორკიდან მომავალი მანქანის ნავიგატორში დანიშნულების ადგილად ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისამართი იყო შეყვანილი. ამერიკაში სულ რამდენიმე დღით გასტროლებზე მყოფმა მომღერლებმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვეტერანების მოსანახულებლად მანქანით თითქმის 5 საათი იმგზავრეს. […]
“არ უნდა გვეცოდებოდნენ, უნდა ვამაყობდეთ ამ ბიჭებით”
ვირჯინიის ქართველი ჩემპიონი
14 წლის მარიამ სალაყაიამ ჩოგბურთში ვირჯინიის შტატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიით შევიტყვეთ, რომელიც ასევე იყო დასათაურებული: „ჩოგბურთი: მარიამ სალაყაია ჯორჯ მეისონის სკოლიდან ერთეულებში ვირჯინიის ა-კლასის ჩემპიონი გახდა“. სასიხარულო ცნობა ქართული ემიგრაციის სოციალურ ქსელებში მაშინათვე გავრცელდა. ცნობისთვის: ვირჯინიის მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება. ფინალში მარიამმა დამაჯერებლად მოუგო როზა სმიტს: 6-3, 6:2. „ის ორივე […]
ანიტა
ერთი თვეც არ იყო გასული, რაც გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში გასტროლები დაასრულა, რომ შეერთებულ შტატებში ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა. საერთოდ, მაისის თვეში ამერიკის ქართულ იმიგრაციაში იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ აქვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ყველაფერის შესახებ თხრობას ვერ ვახერხებ. თუმცა, ანიტას გასტროლები ისეთი რანგის მოვლენაა, რომ უთუოდ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. ქალაქ დეტროიტში, მიჩიგანის ოპერის […]