Showing Archived Posts

ლედიგ ჰაუზი ქართველ პოეტს მასპინძლობს

Posted August 24th, 2011 at 3:44 pm (UTC+0)
Leave a comment

ნიუ იორკის შტატში მდებარე პატარა ქალაქი -ომი- ლიტერატურულ წრეებში ლედიგ ჰაუზითაა ცნობილი. ლიტერატორთა სახლი სპეციალური შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის პოეტს, მწერალს და თარჯიმანს მასპინძლობს. მყუდრო, მთიანი სოფლით გარემოცული კერძო სასტუმროს ტიპის ვილა მათ რამდენიმე კვირით სიმშვიდეში მუშაობას და პერიოდულად ამერიკელ გამომცემლებთან, რედაქტორებთან და აგენტებთან  შეხვედრას სთავაზობს. ქალაქ ნიუ იორკის ყოველწლიური პოეზიის ფესტივალი […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.