Showing Archived Posts

ჯორჯიას ჯორჯიისგან

Posted August 13th, 2013 at 5:36 pm (UTC+0)
1 comment

პირველივე ჩასვლამ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ბედი რადიკალურად შეცვალა. მისთვის სიმბოლური გამოდგა ატლანტის ოლიმპიადისთვის მომზადებული ქართული სახლის დიზაინი, რომელსაც „ჯორჯიას ჯორჯიისგან“ (From Georgia to Georgia) დაარქვეს. მოგვიანებით ირაკლიმ ჯორჯიის შტატში 15 წელი გაატარა, სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა, დაოჯახდა და ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. დღეს ქართული საბავშვო თეატრის მხატვარი წარმატებული დიზაინერია, რომელიც შეერთებული შტატების […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.