Showing Archived Posts

რატომ „არტისტი“?

Posted February 29th, 2012 at 12:31 pm (UTC+0)
Leave a comment

ზუსტად არავინ იცის, თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ასე ძლიერ ფრანგული წარმოების „არტისტით“. მაგრამ “ოსკარებამდე” დიდი ხნით ადრე გამარჯვებას ექსპერტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა. კინოკონკურსების სეზონის დაწყებისთანავე მას ამერიკულმა მედიამ „unstoppable”, დაუძლეველი, შეუჩერებელიც კი უწოდა. კინოკრიტიკოსების აზრით ერთ-ერთი გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებლის, კომიკოსი ჟან დუჟარდენის უზადო ნიჭიერება, ძალზე გამომსახველი სახე, შარმი და […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.