Showing Archived Posts

ქართული კულტურის ელჩები ამერიკაში

Posted January 18th, 2014 at 3:32 pm (UTC+0)
1 comment

შეიძლება ცოტა ხმაურიანი სათაური გამომივიდა, მაგრამ ორიოდ დღის წინ ისეთ ამაღელვებელ ღონისძიებაზე მოვხვდი, რომ ამის შესახებ მშვიდად და არააღმატებულად საუბარი ცოტა მიჭირს. საქმე იმაშია, რომ 2013 წლის 12 საპატიო ვაშინგტონელს შორის ქართველი წყვილი, პაატა და ირინა ციქურიშვილები დაასახელეს. საშინლად მწყდება გული, რომ ერთადერთი ქართველი ვიყავი,  ციქურიშვილების ოჯახის წევრების გარდა, ვინც დაჯილდოების ცერემონიალზე მათ გამო უსაზღვრო […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.