Showing Archived Posts

წყალი, სიყვარული და შერიგება პაატა ციქურიშვილის „ქარიშხალში“

Posted March 22nd, 2013 at 5:31 pm (UTC+0)
Leave a comment

ოთხშაბათს „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდი ამაყად გავუხსენი შვილებს, რომ მეჩვენებინა, სინეტიკის თეატრში მარტო იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ქართველი რეჟისორის,  ქორეოგრაფის და კომპოზიტორის  დადგმულია და რამდენიმე ქართველი მსახიობი თამაშობს, არამედ იმიტომ, რომ დღეს ვაშინგტონში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. მართლაც, „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი გვერდიდან თეატრების ბმულს რომ გახსნიდი, პირველი გაჩვენებდა პაატა ციქურიშვილის მე-9 უტექსტო  შექსპირის წარმოდგენას – The […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.