არ მეგულება ემიგრანტი, რომელსაც 8 აგვისტოს ხსენებაზე გული სიმწრით არ შეეკუმშება. უსუსურობით, შიშით და ბრაზით, როგორც იტყვიან, ერთი ცხოვრება დავამთავრეთ მაშინ. მანძილი ფიზიკურად გვაცილებს, მაგრამ ემოციურად თითქოს უფრო გვაახლოებს სამშობლოს. და დრო კი – რაც უფრო დიდი ხნის წამოსულები ვართ, მით უფრო გამწვავებული გვაქვს სიყვარულის და მონატრების გაუთავებელი ტკივილი. 2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს ისტორია […]
ვალერიან ძამია და 50-იანი წლების მეჯლისები ნიუ იორკში
ჩვენი ბლოგის პირველი სტუმარი ვალერიან ძამია გახლავთ. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: გვინდა ერთ-ერთი დიდი ხნის ემიგრანტი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ახლახან 90 წელი შეუსრულდა. ძია ვალიკო (ასე მიმართავენ მას უმცროსი მეგობრები) შეერთებულ შტატებში ევროპიდან 1956 წელს ჩამოვიდა და ამერიკის ქართულ სათვისტომოს უსასყიდლოდ თითქმის 30 წლის მანძილზე ემსახურა. ვალერიან ძამიას უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული […]