Showing Archived Posts

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი

Posted February 14th, 2012 at 9:29 pm (UTC+0)
3 comments

როდესაც „ქართული ამერიკის“ ბლოგზე მუშაობა დავიწყე, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ნეკროლოგების წერაც მომიწევდა.  შემდეგ რედაქციაში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ და მივხვდით, რომ ეს აუცილებელია. ოღონდ არა ტრადიციული ნეკროლოგის სახით, არამედ მცირე მოგონებით, რომელიც ბატონ კონსტანტინეზე, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, კონი ერისთავზე მცირეოდენ შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით. „ნიუ იორკ თაიმსში“ ვკითხულობთ: „ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, […]

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.